ალფრედ ნეულანდი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა სპორტსმენი | თავისფერი = | სახელი = ალფრედ ნეულანდი |...
(განსხვავება არ არის)

19:34, 1 აპრილი 2017-ის ვერსია

ალფრედ კარლ ნეულანდი (ესტ. Alfred Karl Neuland, დ. 10 ოქტომბერი, 1895 – 16 ნოემბერი, 1966) — ესტონელი სპორტსმენი და ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში. მონაწილეობდა 1920 და 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სადაც მან ოქროს (1920) და ვერცხლის (1924) მედლების მოპოვება შეძლო. ალფრედი პირველი ესტონელია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი აიღო. 1922 წელს მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ტალინში[1]. ძალოსნობაში დაამყარა სამი მსოფლიო რეკორდი 1920 – 1923 წლებში: ერთი ატაციში და ორი აკვრაში[2].

ალფრედ ნეულანდი

ალფრედ ნეულანდი 1920 წელს
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Alfred Neuland
სრული სახელი ალფრედ კარლ ნეულანდი
ესტ. Alfred Karl Neuland
ეროვნება ესტონეთის დროშა ესტონელი
დაბ. თარიღი 10 ოქტომბერი, 1895
დაბ. ადგილი ვალგა, ლივონია, რუსეთი
გარდ. თარიღი 16 ნოემბერი, 1966(1966-11-16) (71 წ.)
გარდ. ადგილი ტალინი, ესტონეთის სსრ
სიმაღლე 166 სმ
წონა 74 კგ
სპორტი
ქვეყანა რუსეთის იმპერია, ესტონეთი და სსრკ
სპორტი ძალოსნობა
კლუბი Kalev Tallinn
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ანტვერპენი 1920 -67.5 კგ
ვერცხლი პარიზი 1924 -75 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო ტალინი 1922 -75 კგ

ბიოგრაფია

ნეულანდი დაიბადა 1895 წლის 10 ოქტომბერს ვალგაში, ლივონიის გუბერნიაში (დღეს ესტონეთი). განათლება მიიღო რიგაში და სანქტ-პეტერბურგში. ძალოსნობაში მოღვაწეობა ადრეული ასაკიდან დაიწყო, 1913 და 1914 წლებში მეორე ადგილი დაიკავა რუსეთის ჩემპიონატში. ძალოსნობაში რუსეთის ტიტული მოიგო 1915 წელს მცირეწონაში და 1916 წელს მძიმე წონაში. ამის შემდეგ იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში და ესტონეთის განმათავისუფლებელ ომში, დემობილიზაციის შემდეგ მოიგო ძალოსნობის ტიტული ესტონეთის ჩემპიონატში, მცირე წონაში 1921 და 1924 წლებში, ხოლო საშუალო წონაში 1923 წელს. 1923 წელს პირველი ადგილი დაიკავა გეტებორგის თამაშებში. სპორტიდან წასვლის შემდეგ მუშაობდა ბიზნესმენად, ასევე მოღვაწეობდა მწვრთნელად ძალოსნობაში, 1921 – 1940 წლებში იყო მსაჯი ვალგაში. 1950 – 1955 წლებში ტალინში ხელმძღვანელობდა ქარხანას (Estonian Experimental Soft Drinks Factory-ს). 1995 წელს ვალგაში მის საპატივსაცემოდ დაიდგა მისი მონუმენტი, 2000 წლიდან ამავე ქალაქში ტარდებოდა მისი სახელობის ტურნირი[1][3].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Alfred Neuland. sports-reference.com
  2. Alfred Neuland. chidlovski.net
  3. Neuland, Alfred Karl. Eesti spordi biograafiline leksikon