ნიკორწმინდის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 62:
ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.
 
XVI საუკუნეში იმერეთის მეფის, [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III-ის]] ხელშეწყობით ნიკორწმინდა განაახლეს. ამ ფაქტის დამადასტურებელია 1534 წელს მეფის მიერ ტაძრისათვის ბოძებული სიგელი: „ჩვენ{{ციტატა|ჩვენ მეფეთ მეფემან ბაგრატ... ხელ-ვყავით აღშენებად დაკნინებულისა მონასტრისა... და შევქმენ საყდრად საეპისკოპოსოდ“საეპისკოპოსოდ.}} აქედან მოყოლებული, ნიკორწმინდა რაჭის საეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიება.
 
ნიკორწმინდის შესახებ ბევრი ისტორიკოსი თუ მოგზაური წერდა. XVIII საუკუნეში ტაძარი დაუთვალიერებიათ რუს ელჩებს, ტოლოჩანოვსა და იევლევს: „გავემგზავრეთ ალექსანდრე მეფის რაჭაში... ეკლესია ქვისაა, დიდი, საქმედ საკვირველი, ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელზე... ეკლესიის ახლოს არის ქვის გალავანი ორი კარით. იმავე ეკლესიაში დასაფლავებული არიან მეფის მახლობელი ნათესავები... აკლდამები გამართულია ეკლესიის კედლებში“. ელჩების ჩანაწერებში მოხსენიებულია ეკლესიის გალავანი, რომელიც დღესდღეისობით მორღვეულია, მხოლოდ მისი ნაშთებია შემორჩენილი. ხოლო რაც შეეხება მეფის ახლობელთა აკლდამებს, ისინი ძეგლის განახლებისას გადაუფარავთ.