თეძამი: განსხვავება გადახედვებს შორის

მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მდინარე | სახელი = თეძამი | ფოტო = | სათაური = | მდებარეობა = | სიგრ...
(განსხვავება არ არის)

14:11, 3 აგვისტო 2007-ის ვერსია

თეძამი, მდინარე კასპის რაიონში, სათავე აქვს 2080 მ სიმაღლეზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ერთვის მტკვარს მარჯვნიდან, სოფ. მეტეხის მახლობლად. სიგრძე 51 კმ, აუზის ფართობი 394 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარსა და ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,32 მ3/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, თოში. გაძგიფვა დეკემბრიდან მარტამდე. წყალი სუფთა და გამჭვირვალეა. გამოსადეგია სასმელად. იყენებენ სარწყავად.

თეძამი
link=commons:Category:{{{Commons}}} თეძამი ვიკისაწყობში