თარხნიშვილები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''თარხნიშვილები''', სათავადო სახლი ქართლის სამეფოში. დამაარს...
(განსხვავება არ არის)

17:57, 22 ივლისი 2007-ის ვერსია

თარხნიშვილები, სათავადო სახლი ქართლის სამეფოში. დამაარსებელია გ. სააკაძის შვილი იორამი, რომელსაც როსტომ მეფემ XVII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს სააკაძეთა საგვარეულო სამფლობელო აღუდგინა, სხვა მამულებიც უბოძა და თარხნობა დაუმკვიდრა. ამის შემდეგ იორამის ჩამომავლებს თარხნიშვილები ეწოდათ. ისტორიულ საბუთებში ისინი ზოგჯერ მოურავიშვილებადაც იხსენიებიან. აზნაურ სააკაძეთა გვარის ამგვარი შეცვლა მათ გათავადებას ნიშნავდა. თარხნიშვილებს სათავადო მოიცავდა თეძმის ახალქალაქსა და მის მიდამოებს.