დანდალოს ხიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: 250პქ|მინი|ხიდი სოფელ დანდალოში '''დანდალ...
(განსხვავება არ არის)

04:38, 22 ოქტომბერი 2013-ის ვერსია

დანდალოს ხიდიშუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე. მდებარეობს სოფელ დანდალოს მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროდან ახალციხეში მიმავალ ძველ დიდ მაგისტრალზე. რუსეთის ხელისუფლებამ აქ ბათუმი–ახალციხის მაგისტრალი გაიყვანა და ძველი ხიდის გვერდით ააშენა დიდი რკინის ხიდი (ამჟამად გაუქმებულია და მის ქვემოთ 300 მეტრში აგებულია ახალი ხიდი). დანდალოს ძველი ხიდი ქართული სახიდე-სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლია.

ხიდი სოფელ დანდალოში

მდინარეზე გადასული მსუბუქი და თხელი მალის სიგრძეა დაახლოებით 20 მეტრი, სიგანე – 3,3 მეტრი, ხიდის სიმაღლე თაღის ზედამდე – 14 მ. ნაგებია ადგილობრივი კირქვითა და კირის დუღაბით. ორივე ბურჯი დადგმულია კლდეზე, რაც მას ძირის გამორეცხვისაგან იცავს. ხიდი მოქმედია.

ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • სიხარულიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 308.
  • კვეზერელი-კოპაძე ნ. საქართველოს ძველი ხიდები, თბ., 1972

სქოლიო