თუშები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

12:25, 15 სექტემბერი 2005-ის ვერსია

თუშები - ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ცხოვრობენ თუშეთში - დიდი კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე, პირიქითა და გომეწრის ალაზნის სათავეებში, აგრეთვე კახეთში - ახმეტის რაიონის ტერიტორიაზე. თუშები საუბრობენ ქართული ენის თუშურ დიალექტზე, ხოლო მათი ერთი ჯგუფი - წოვა-თუშები - აგრეთვე ბაცბიურ ენაზე. წარსულში თუშებისთვის დამახასიათებელი იყო კულტურისა და ყოფის ზოგიერთი თავისებურებები, რაც მათ განასხვავებდა საქართველოს სხვა კუთხეების მცხოვრებთაგან. ისინი მისდევდნენ მეცხვარეობას, შემონახული ჰქონდათ საოჯახო-თემური ტრადიციები, არიან მაღალგანვითარებული კოშკური არქიტექტურისა და მუსიკალური ხელოვნების შემოქმედნი.


ვახუშტი ბაგრატიონი თუშებს ასე ახასიათებს:

"ფიზიკურად თუშები მაგარი და ჯანმრთელი ხალხია... თუშის ტიპი ქართულია. მას აქვს სახის სწორი მოყვანილობა, ფერით შავგვრემანია და ტანით საშვალ სიმაღლისა. მთასა და ცხვარში შეზრდილი თუში გულადია; იგი მტერს მტრულად უხვდება და მოყვარეს მოყვრულად. საზოგადოებრივ და საქმიან ცხოვრებაში თუში ზრდილი და თავაზიანია. მას უყვარს შრომა, გარჯილობა და დოვლათის მოხვეჭა. თუში ამასთანავე მომჭირნეა, დროსა და ადგილას ანგარიშიანიც; ის აზროვნებს დინჯად და საღად, თქმაში გონებამახვილია, მოქმედებაში მარდი. თუშები მეტყველებენ წმინდა ქართულით, მხოლოდ ჩაღმის ზოგიერთ სოფლებში, ომალოსა და შენაქოში დღესაც დაცულია ქართული ენის თუშური თქმა, ზოგიერთ ბგერების და სიტყვების თავისებური გამოთქმით".