ჰიდროგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: [[ფაილი:DirkvdM irazu 4.jpg|thumb|right|270პქ|<center>ჰიდროგრაფიის შესწავლის ერთ-ერთი ობ...
(განსხვავება არ არის)

14:05, 27 მარტი 2011-ის ვერსია

ჰიდროგრაფია 1) ხმელეთის ჰიდროლოგიის ნაწილი, რომელიც აღწერს ცალკეულ წყლის ობიექტებს (მდინარეებს, ტბებს, წყალსაცავებს, ჭაობებს, მყინვარებს) და სწავლობს დედამიწაზე წყლის განაწილების გეოგრაფიოულ კანონზომიერებებს, წყლის რესურსებზე ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გავლენას.

ჰიდროგრაფიის შესწავლის ერთ-ერთი ობიექტი - ტბა

2) ოკეანოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ოკეანეებისა და ზღვების ქვაბულებს, სანაოსნო ტრასებს და სხვ. გამოიმუშავებს ნაოსნობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის საშუალებებს.

წყლის ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეკრებისას მიმართავენ ჰიდროგრაფიულ აგეგმვას.

დასავლეთ ევროპაში ჰიდროგრაფიული კვლევები დაიწყო XVIII ს., ამერიკაში კი - XIX საუკუნეში.


ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 11, გვ. 649, თბ., 1987.

რესურსები ინტერნეტში