სპეი
სპეი (ნიდერლ. Spui) — მდინარე ნიდერლანდებში, სამხრეთი ჰოლანდიის პროვინციაში. გაედინება კუნძულებს ვორნე-პიუტენსა და ჰუკსევარდს შორის. ისტორიულად გამოეყოფოდა მდინარე აუდე-მაასს ქალაქ აუდ-ბეიერლანდის რაიონში და ჩაედინებოდა ჰარინგვლიტის ესტუარში. თუმცა დელტაპროექტის ფარგლებში მისი დინება შეიცვალა საპირისპირო მიმართულებით.
სპეი | |
---|---|
ქვეყანა | ნიდერლანდები |
სპეი ვიკისაწყობში |