სოციალ-დემოკრატიული პარტია (გაერთიანებული სამეფო)
სოციალ-დემოკრატიული პარტია (ინგლ. Social Democratic Party) — პოლიტიკური პარტია გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც 1981-88 წლებში არსებობდა.
სდპ-ს შექმნა დაკავშირებულია ლეიბორისტული პარტიის მემარჯვენეთა თავკაცების მემარცხენეებით უკმაყოფილებით, მათი შეხედულებით პარტიის ხელმძღვანელობის პოლიტიკაზე. 4 გავლენიანი პოლიტიკოსი მემარჯვენეთა მხრიდან როი ჯენკინსი, დევიდ ოუენსი, ბილ როჯერსი და შირილ ვილიამსი, რომლებმაც მიიღეს „ოთხთა ბანდის“ ზედმეტსახელი (ჩინეთის კომპარტიაში არსებული იგივე სახელწოდების ჯგუფის ალუზია), გამოვიდა პარტიის ხელმძღვანელობის კრიტიკით და მალევე დატოვეს პარტიაც, ჩამოაყალიბეს რა სდპ. პარტიას 28 ლეიბორისტი დეპუტატი შეუერთდა თემთა პალატიდან და ასევე ერთი დეპუტატ-კონსერვატორი. პარტიის შექმნიდან მოკლე ხანში, პარტიამ შექმნა კავშირი ლიბერალურ პარტიასთან. კავშირის ლიდერები, რომელიც უპირველეს ყოვლისა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებისათვის შეიქმნა, როი ჯენკინსი სდპ-დან და დევიდ სტილი ლპ-დან გახდნენ.
1983 წელს საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის კანდიდატებმა ლპ-დან და სდპ-დან 7,78 მილიონი ხმა (25,4%) და თემთა პალატაში 23 ადგილი მიიღეს. 1984 წელს ლპ-სდპ კავშირმა ევროპარლამენტში მიიღო მონაწილეობა. თუმცა ვერ მოარხერხა ვერცერთი ადგილის მოპოვება, მიუხედავად იმისა რომ მან ხმების 19% მიიღო ინგლისში, უელსში და შოტლანდიაში. 1987 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ლპ-სდპს კანდიდატებმა 7,34 მილიონი ხმა (22,6%) და 22 დეპუტატის მანდატი მიიღეს.
1988 წლის 3 მარტს ორივე პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება შეერთების შესახებ და ჩამოაყალიბეს სოციალური და ლიბერალური დემოკრატების პარტია, რომელსაც შემდეგში გადაერქვა სახელი და ლიბერალური დემორატების პარტია ეწოდა (პარტია დღესაც არსებობს).