სოფლის მეურნეობა ბჰუტანში

სოფლის მეურნეობა ბჰუტანის ეკონომიკაში დომინანტურ როლს თამაშობს. 2000 წელს სოფლის მეურნეობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 35.9%-ს შეადგენდა.[1] 1985 წელთან შედარებით 2003 წლისთვის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 55%-დან 33%-მდე შემცირდა, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს სექტორი მთავარი საარსებო წყაროა.

ტერასებიანი ფერმა პაროში

ბჰუტანელთა კვებითი რაციონის მნიშვნელოვანი კომპონენტებია მარცვლეული. სიმინდი და ბრინჯი სოფლის მეურნეობის მთავარი კულტურებია. სხვა კულტურებს შორის აღსანიშნავია: ხორბალი, ქერი, კარტოფილი და ბოსტნეული. ბჰუტანში მოჰყავთ და ექსპორტზე გააქვთ ვაშლი, ფორთოხალი და კარდამონი.

ისტორია რედაქტირება

 
ბრინჯის წარმოება ბუმთანგის რაიონში

ბჰუტანში სოფლის მეურნეობის ადრეული ისტორიის დამადასტურებელი ნიმუშები მწირია. ბჰუტანურ ასტროლოგიასთან დაკავშირებული რიტუალები და ღონისძიებები საზოგადოებში დიდი ხნის მანძილზე არსებული აგრარული პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას იძლევა.[2] სოფლის მეურნეობის შესაწტვისი ბჰუტანური ტერმინია sonam, რაც წყალობად, დამსახურებად ითარგმნება. ბჰუტანელების რწმენით, მხოლოდ იღბლიან და დალოცვილ ადამიანებს შეუძლიათ ფერმერობა.[3] ზოგიერთი არტეფაქტი მოწმობს, რომ აგრარული პრაქტიკა უკვე ძვ.წ. 1500-2000 წლებში იყო გავრცელებული. სოფლის მეურნეობის კულტურების ისტორიის შესახებ მეტი ცნობები არ მოიპოვება. 1827 წელს ბჰუტანის ყოფილი დედაქალაქი პუნაქა ხანძარმა გაანადგურა და სამეფო ჩანაწერებიც განადგურდა, რომელშიც შეიძლებოდა უფრო მეტი ინფორმაცია ყოფილიყო დაცული.[4] მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეებში ბჰუტანის აგრარული ისტორიის დეტალების გარკვევა ბუდისტი წმინდანების ბიოგრაფების ჩანაწერების მეშვეობით შეიძლება. VIII-IX საუკუნის ავტორები აღნიშნავენ, რომ სოფლის მეურნეობა ჯერ კიდევ მაშინ არსებობის მთავარ წყაროს წარმოადგენდა.[2] სავარაუდოდ, აგრარული პრაქტიკა, განსაკუთრებით ბრინჯის და სიმინდის კულტივაცია ბჰუტანში სამხრეთ ჩინეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთიდან შევიდა.[5]

ტრადიციულად, მიწის ათვისების გავრცელებულ პრაქტიკას ცვლადი კულტივაცია წარმოადგენდა. 1988 წელს ცვლადი კულტივაციისთვის გამოყენებული მიწების ფართობი 32 800 ჰექტარი იყო. მიწის დასვენების 5 წლიანი პერიოდის გათვალისწინებით, საერთო ფართობი 200 000 ჰექტარს უდრიდა.[6] სოფლის მეურნეობაში თანამედროვე პერიოდი 1960-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც განვითარების გეგმიური პროგრამები შემუშვდა.[2]

ბჰუტანი აზიური და იაპონური ბრინჯის გადაკვეთის წერტილში მდებარეობს. ბრინჯთან დაკავშირებული რიტუალების მიხედვით, ეს მარცვლეული ანტიკური კულტურაა სამეფოში.[4]

თანამედროვე სოფლის მეურნეობა რედაქტირება

 
ბრინჯის სამი სახეობა ბჰუტანში

1961 წელს მეფე ჯიგმე დორჯი ვანგჩუკმა გეგმიური განვითარების პროცესი დაიწყო. ბჰუტანის პირველი ხუთწლიანი გეგმის ბიუჯეტი 2 000 000 ბუტანური ნგულტრუმი იყო.[4] მთელი ბიუჯეტი ინდოეთის მთავრობამ დააფინანსა, 174 000 000 ინდური რუპიით.[7] 1961 წლის 1-ელ ოქტომბერს სამეფოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი დაარსდა. დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად ფერმების მოდელები, თესლის გამრავლების დაწესებულებები, სასოფლო-სამეურნეო კვლევითი სადგურები და მუშათა ქსელი შეიქმნა. 1963 წელს კვლევითი ფერმები ლუნგთენფჰუსა და ბჰურში, ხოლ სადემონსტრაციო ფერმა ტალაში მოეწყო. ამასთან, ჰორტიკულტურის კვლევითი სადგური აშენდა იუსიპანგში. ირიგაციული სამუშაოებისთვის სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიები 1964 წელს დაიწყო.[4] მეორე ხუთწლიანი გეგმის (1967-1971) დროს მესამე კვლევითი ფერმა კანგლუნგში აიგო, რომელიც აღმოსავლეთ ბჰუტანს ემსახურებოდა.

ეკონომიკა რედაქტირება

ბჰუტანის მოსახლეობის თითქმმის 80% სოფლის მეურნეობაშია ჩართული.[8] National Accounts Statistics-ის 2017 წლის მონაცემებით სოფლის მეურნეობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 16.52%-ს შეადგენს, რომელსაც მშენებლობა (16.28%) და ჰიდროენერგეტიკა (13.38%) მოჰყვებოდა.[9]

მიწის ათვისება რედაქტირება

ქვეყნის მთლიანი ფართობი 38 394 კმ²-ია, რომლის 2.93% კულტივირებულ მიწებს უკავია.[9] ტერასებზე ბრინჯის კულტივაციას ჭარბტენიან ფერმერობად მოიხსენიებენ, რომელიც კულტივირებული მიწების 27.86%-ს შეადგენს.[10]

სამუშაო ძალა რედაქტირება

ბჰუტანში დასაქმებული ქალების 95%-ზე მეტი სოფლის მეურნეობის სექტორშია ჩართული.[11] სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული.[12] ბჰუტანის სოფლის მეურნეობა შრომითი ინტენსივობით ხასიათდება. ფერმების დიდი ნაწილი მცირე ზომისაა.

კლიმატის ცვლილება რედაქტირება

ბრინჯის მოსაყვანად დიდი რაოდენობით წყალია საჭირო. ეს კულტურა მოწყვლადია და დიდადაა დამოკიდებული კლიმატურ პარამეტრებზე, როგორებიცაა მუსონური წვიმები და ტემპერატურა. ბჰუტანში ბრინჯი მოჰყავთ ირიგირებულ, წვიმის წყლით მკვებავ და ზეგნების ეკოსისტემებში.[10] ზეგნებზე წყლის სიმწირე მნიშვნელოვნად ამცირებს ფერმების პროდუქციას, რის გამოც ფერმერები ბრინჯის ტრადიციულ ჯიშებს უბრუნდებიან, როგორებიცაა: იანგკუმი, ჯამა, ჯანააპი და ჯაკააპი, რომლებიც მაღალ სარტყლებში კარგად იზრდება.[13]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Suresh Chandra Babu, Ashok Gulati (2005). Economic Reforms And Food Security: The Impact Of Trade And Technology in South Asia. Haworth Press, გვ. 329. ISBN 1-56022-257-3. 
  2. 2.0 2.1 2.2 Dorji, Yeshey (2015). The history of the introduction and adoption of important food crops in Bhutan: Rice, maize, potato and chili. Thimphu: National Biodiversity Centre, Ministry of Agriculture and Forests, გვ. iii. 
  3. Kunzang Choden (2008). Chilli and cheese : food and society in Bhutan, Walter Roder, Bangkok, Thailand: White Lotus. ISBN 978-974-480-118-0. OCLC 188700200. 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Dorji, Tashi Y.; Tamang, Asta M.; Vernoy, Ronnie (2015). The history of the introduction and adoption of important food crops in Bhutan: Rice, maize, potato and chili (English). Thimphu: National Biodiversity Centre, Ministry of Agriculture and Forests. 
  5. Phuntsho, Karma (2018). The history of Bhutan. [India]. ISBN 81-8400-767-1. OCLC 939995381. 
  6. Roder, W.; Calvert, O.; Dorji, Y. (1992-08-01). „Shifting cultivation systems practised in Bhutan“. Agroforestry Systems (ინგლისური). 19 (2): 149–158. doi:10.1007/BF00138505. ISSN 1572-9680.
  7. Khamrang, Leishipem (November 2020). „Bhutan’s Dream City of Thimphu“. South Asia Research (ინგლისური). 40 (3): 397–415. doi:10.1177/0262728020944774. ISSN 0262-7280.
  8. (2004) The DOHA Development Agenda. United Nations Publications, გვ. 201. ISBN 92-1-120338-4. 
  9. 9.0 9.1 Chhogyel, Ngawang; Kumar, Lalit (December 2018). „Climate change and potential impacts on agriculture in Bhutan: a discussion of pertinent issues“. Agriculture & Food Security (ინგლისური). 7 (1): 79. doi:10.1186/s40066-018-0229-6. ISSN 2048-7010.
  10. 10.0 10.1 Chhogyel, Ngawang; Kumar, Lalit (2018-11-01). „Climate change and potential impacts on agriculture in Bhutan: a discussion of pertinent issues“. Agriculture & Food Security. 7 (1): 79. doi:10.1186/s40066-018-0229-6. ISSN 2048-7010.
  11. Jennifer Kitts, Janet Hatcher Roberts (1996). The Health Gap: Beyond Pregnancy and Reproduction. International Development Research Centre (Canada), გვ. 97. ISBN 0-88936-772-8. 
  12. Catherine Mears, Helen Young (1998). Acceptability and Use of Cereal-based Foods in Refugee Camps. Oxfam, გვ. 49. ISBN 0-85598-402-3. 
  13. Tshotsho (2022), Haque, A. K. Enamul; Mukhopadhyay, Pranab; Nepal, Mani და სხვები., რედრედ., "Indigenous Practices of Paddy Growers in Bhutan: A Safety Net Against Climate Change", Climate Change and Community Resilience: Insights from South Asia (Singapore: Springer Nature): pp. 87–100, , ISBN 978-981-16-0680-9, https://doi.org/10.1007/978-981-16-0680-9_6. წაკითხვის თარიღი: 2022-07-11