პუნაქა
პუნაქა (ტიბეტური დამწერლობა: སྤུ་ན་ཁ་ ) — პუნაქის ძონგხაგის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ბჰუტანის 20-დან ერთ-ერთ ოლქს (ძონგხაგი). პუნაქა წარმოადგენდა ბჰუტანის დედაქალაქს და სამთავრობო ქალაქს 1955 წლამდე, დედაქალაქის თიმფუში გადატანამდე.
ქალაქი | |
---|---|
პუნაქა སྤུ་ན་ཁ་ | |
ძონგი პუნაქაში მო-ჩუს ნაპირზე. | |
ქვეყანა | ბჰუტანი |
კოორდინატები | 27°37′00″ ჩ. გ. 89°52′00″ ა. გ. / 27.61667° ჩ. გ. 89.86667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1200 მ |
სასაათო სარტყელი | UTC+6 |
სატელეფონო კოდი | 2584 |
ის მდებარეობს თიმფუდან 72 კილომეტრში, თუმცა მანქანას სჭირდება დაახლოებით 3 საათი. ქალაქი მდებარეობს დაახლოებით 1200 მეტრზე ზღვის დონიდან და თიმფუსგან განსხვავებით აქ კლიმატი შედარებით რბილია.
პუნაქის ოლქში მდებარეობს ბჰუტანის ორი ძირითადი მდინარის: მო-ჩუს და ფო-ჩუს ხეობები, სადაც იზრდება ბრინჯი. ოლქში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სალაპარაკო ენაა ძონგკხა.