სოფიო ღამბაშიძე

საოპერო მომღერალი, პედაგოგი

სოფიო ღამბაშიძე (დ. 1896 — გ. 1959) — ქართველი საოპერო მომღერალი და პედაგოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1920 წელს საოპერო თეატრში დაიწყო მოღვაწეობა. მნიშვნელოვან როლებს ასრულებდა ქართულ ოპერებში: მარეხი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), ნინო (დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“). საოპერო თეატრში მოღვაწეობის შემდეგ მუსიკალურ ათწლედში სიმღერის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. გასაბჭოების შემდეგ იმღერა მაროს პარტია ზ. ფალიაშვილის „დაისიდან“. მისი მოწაფეები: თ. ზაალიშვილი, ნ. გელაშვილი და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია, თბილისი, 2018, გვ. 466

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება