სოფიის მეტროპოლიტენი
სოფიის მეტროპოლიტენი (ბულგ Софийско метро) — ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მეტროსისტემა; ერთადერთი მეტროა ქვეყანაში. შედგება ერთი ხაზის, რვა სადგურისა და 9,9 კმ საერთო სიგრძის ლიანდაგებისგან. პირველიდან ბოლო საგდურამდე გადაადგილებას 14 წუთი სჭირდება. სადგურთა შორის საშუალო მანძილი 1100 მეტრია, პლატფორმების სიგრძე 120 მეტრი (გათვალისწინებულია საშუალო სიგრძის ექვს ვაგონზე). გამოიყენება ევროპისთვის სტანდარტული 1435 მმ ლიანდაგი. კვება საკონტაქტო რელსიდან მიიღება 825 ვ. მატარებლების მაქსიმალური სისწრაფეა 90 კმ/ს, მინიმალური შესაძლო ინტერვალი მატარებლებს შორის — 90 წამი.
სოფიის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | ბულგარეთი |
ქალაქი | სოფია |
გახსნის თარიღი | 28 იანვარი 1998 |
ხაზის სიგრძე | 31,1 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 27 |
ხაზთა რაოდენობა | 2 |
მგზავრები დღეში | 450 000 [1] |
მგზავრები წელიწადში | 31 მლნ. |
ხაზების სქემა | |
ისტორია
რედაქტირებამიწისქვეშა ტრანსპორტის გეგმა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში შეიქმნა, თუმცა, ოფიციალურად 1990-იან წლებამდე არ გახმოვანებულა, რადგან, ქალაქი მეტროს დაუყოვნებელი აშენების აუცილებლობას არ განიცდიდა. მეორე ფაქტორად სამშენებლო სამუშაოების სირთულე შეიძლება ჩაითვალოს; სოფია ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და თრაკიული თუ რომაული კულტურის არაერთი ძეგლია მიწისქვეშ მოყოლილი.
მეტროპოლიტენის აგება იმ ადგილებიდან დაიწყეს, სადაც პიკის საათში ხალხმრავლობა იყო. ქალაქის გარკვეულ ნაწილში მგზავრთა სიჭარბე საათში 40 000-ს აღემატებოდა.
სოფიის მეტროპოლიტენი 1998 წლის 28 იანვარს გაიხსნა, მშენებლობის დაწყებიდან თითქმის 18 წლის შემდეგ. პირველი რადიუსის პირველი რიგი 1979 წელს დაიწყო სადგურების — ვარდარისა და ლიულინის მშენებლობით, ხოლო პირველი გვირაბები და პირველი ორი სადგური აღიჭურვა 1982 წელს ეროვნული კულტურის სასახლის მშენებლობისას. გახსნის დროს ხაზი მხოლოდ ხუთი სადგურისგან შედგებოდა და 6,5 კმ სიგრძე ჰქონდა. 1999 და 2000 წლებში ხაზი თითო სადგურით დაგრძელდა აღმოსავლეთით. 2003 წელს კი ჩრდილოეთის მიმართულებით დაემატა კიდევ ერთი სადგური ობელია, რომელიც თავის მხრივ, ერთადერთი მიწისზედა სადგურია სოფიის მეტროპოლიტენში.
უახლოესი ისტორია
რედაქტირება2009 წელს პირველი ხაზი ექვსი სადგურით დაგრძელდა აღმოსავლეთის მიმართულებით საცხოვრებელ უბან მლადოსტამდე (ქართ: ახალგაზრდობა). ახალი მონაკვეთის გახსნის ოფიციალური თარიღია — 2009 წლის 8 მაისი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- სოფიის მეტროპოლიტენი პორტალზე urbanrail.net დაარქივებული 2009-03-21 საიტზე Wayback Machine.
- არაოფიციალური საიტი დაარქივებული 2010-07-10 საიტზე Wayback Machine.
- მეტროფანატების არაოფიციალური საიტი