სოფია ჟოზეფი ნამდვილი სახელი სოფია ლიპკინა (რუს. София Львовна Липкина; დ. 1906, კლინცი, (ბელარუსი) ― გ. 1997, ჰიუსტონი, (აშშ)) ― ბელორუსიული წარმოშობის ქართველი საბჭოთა კინოსა და ცირკის მსახიობი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ცირკის მსაიობთა ოჯაში. 1909 წლიდან, 3 წლის ასაკიდან გამოდიოდა ცირკის არენაზე როგორც აკრობატი, ეკვილიბრისტი და ბალერინა. 1923 წელს რეჟისორმა ივანე პერესტიანმა მიიწვია მთავარ როლზე ფილმში „წითელი ეშმაკუნები“. პერესტიანთან მუშაობის შემდეგ იქცა პოპულარულ სახედ ქართულ კინოში. 1923-1933 წლებში მონაწილეობდა მიიღო ათამდე ფილმში. მათ შორის ამ ფილმის გაგრძელებებში: „სავურ სამარე“, „შირვანდსკაიას დანაშაული“, „სასჯელი“, „ილან-დილი“ (1926). მონაწილეობდა ფილმებში: „დაკარგული საუნჯე“, „ხანუმა“, „ქალწულის კოშკის ლეგენდა“ (აზერბაიჯანის ფოტოკინოსამმართველო, 1924, გულნარა და ჯავარა), „ვინ არის დამნაშავე?“ (ა. წუწუნავა, 1926, საიდუმლო მრჩეველის ქალიშვილი), „გაფლანგვა“ (ი. პერესტიანი, 1927, ელენ ფონ ბოლი), „ნამდვილი კავკასიელი“ (მ. გელოვანი, 1931, სოფოჩკა).

1932 წელს გაემგზავრა აზერბაიჯანში, მაგრამ ბაქოს კინოსტუდიაში ვერ იშოვა სამუშაო. 1937 წელს მისი მეუღლის, რეჟისორ ვახნინსკის დაპატიმრების შემდეგ მას აღარ იღებდნენ ფილმებში, ამიტომ იძულებული გახდა მკერავად და მემანიკურედ ემუშავა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს, ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში.

გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალულია ჰიუსტონში, (ტეხასის შტატი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 152;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება