სოსო ჯიბლაძე
სოსო (თეიმურაზ) ჯიბლაძე (დ. 8 თებერვალი, 1947 — გ. 20 ივლისი, 1998) — ქართველი გეოგრაფი, ინჟინერი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1985), დოცენტი (1992).
სოსო ჯიბლაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 8 თებერვალი, 1947 |
დაბ. ადგილი | ოჩამჩირე |
გარდ. თარიღი | 20 ივლისი, 1998 (51 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასოსო ჯიბლაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგიის სპეციალობით 1968 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის ამინდის ბიუროს ოპერატიულ ჯგუფში ინჟინერ-სინოპტიკოსად; 1970 წლიდან მუშაობდა თბილისის ავიამეტეოსადგურში ინჟინერ-სინოპტიკოსად; 1972 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარში ინჟინრის თანამდებობაზე.[1]
სოსო ჯიბლაძე 1985 წელს გადაიყვანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში უმცროსი, 1988 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1995–96 წლებში შეთავსებით მუშაობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრაზე; 1996 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის გეოგრაფიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე.[1]
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1985 წელს თემაზე: „ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებში მზის ენერგიის ტრანსფორმაციის საკითხები“. მონაწილეობდა ევრაზიის მთიანი რეგიონების შემსწავლელ სამეცნიერო-საველე ექსპედიციებში; 1988–89 წლებში ექსპედიციის ხელმძღვანელია რაჭის, ქვემო ქართლის, ჯავახეთის, ზემო იმერეთის, ჩრდილო კავკასიის და სხვა ექსპედიციებისა. იყო შორეულ ექსპედიციებში: კამჩატკაზე, კურილის კუნძულებზე, შორეულ აღმოსავლეთში, ხიბინის მთებში, კარპატებში, ყირიმში. სოსო ჯიბლაძეს გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი.[1]