სორსოგონის პროვინცია

სორსოგონის პროვინცია (ტაგ: Lalawigan ng Sorsogon; ბიკ: Probinsya kan Sorsogon) — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს ბიკოლის რეგიონში, კუნძულ ლუსონის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. პროვინცია იყოფა 14 მუნიციპალიტეტად და ერთ ქალაქად. მოიცავს 541 ბარანგაის. პროვინციის დედაქალაქია სორსოგონი. ჩრდილოეთიდან ალბაის პროვინცია ესაზღვრება.

სორსოგონის პროვინცია
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი Sorsogon City
შიდა დაყოფა ბარსელონა, ბულანი, ბულუსანი, კასიგურანი (სორსოგონი), კასტილია, დონსოლი, გუბატი, იროსინი, ხუბანი (სორსოგონი), მაგალიანესი (სორსოგონი), მატნოგი, პილარი, პრიეტო-დიასი, სანტა-მაგდალენა და Sorsogon City
კოორდინატები 12°50′00″ ჩ. გ. 123°55′00″ ა. გ. / 12.83333° ჩ. გ. 123.91667° ა. გ. / 12.83333; 123.91667
მმართველი Francis Escudero
დაარსდა 1894
ფართობი 2119.01 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 828 655 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 56
საფოსტო ინდექსი 4700–4715
ოფიციალური საიტი http://www.sorsogon.gov.ph/
300
300

სორსოგონი ბიკოლის ნახევარკუნძულის ბოლოში მდებარეობს. სამხრეთ-აღმოსავლეთით სან-ბერნარდინოს სრუტის გადაღმა სამარის კუნძული მდებარეობს. სორსოგონოს პროვინციის მოსახლეობას სორსოგენიოებს უწოდებენ.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
სორსოგონის პოლიტიკური რუკა

სორსოგონის ფართობი 2 119.01 კმ²-ია.[2] იგი კუნძულ ლუსონზე, ბიკოლის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. სორსოგონის ჩრდილოეთით ალბაის პროვინცია მდებარეობს, აღმოსავლეთით — ფილიპინის ზღვა, სამხრეთით — სან-ბერნარდინოს სრუტე, დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით — ტიკაო და ბურიასის უღელტეხილი. პროვნციის ცენტრალურ ნაწილში სორსოგონის ყურეა შეჭრილი.

პროვინციას არათანაბარი ტოპოგრაფია ახასიათებს. პროვინციის მუნიციპალიტეტებიდან მხოლოდ იროსინს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. მუნიციპალიტეტები და ქალაქები ასფალტისა და ბეტონის გზებითაა დაკავშირებული. პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში მთებია გადაჭიმული. სორსოგონის უმაღლესი მთა ბულუსანია, რომელიც ზღვის დონიდან 1 560 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

პროვინციის ერთადერთი სახმელეთო მეზობელი ალბაის პროვინციაა. სორსოგონი ვისაიასისა და მინდანაოს კუნძულებისკენ გასასვლელს წარმოადგენს. პროვინცია 14 მუნიციპალიტეტად, ერთ ქალაქად და 541 ბარანგაიდ იყოფა.

ფილიპინების ატმოსფერული, გეოფიზიკური და ასტრონომიური სერვისების ადმინისტრაციის კლიმატური რუკის მიხედვით სორსოგონი II ტიპის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. პროვინციაში მშრალი სეზონი არ არის გამოკვეთილი, ხოლო ნალექიანობა ნოემბრიდან იანვრამდე პერიოდშია გამოკვეთილი.

ყოველწლიურად პროვინციაში 5-დან 10-მდე ტაიფუნი ხდება. ყველაზე ცნობილი ტაიფუნი (სუპერტაიფუნი ნინა) 1987 წელს დაატყდა პროვინციას თავს და მასიური ტალღები წარმოქმნა სორსოგონის ყურეში.

დემოგრაფია

რედაქტირება
 
ბულუსანის ტბა ვულკან ბულუსანის ეროვნული პარკის ფერდობებზე

2015 წლის აღწერით სორსოგონის მოსახლეობა 792 949 ადამიანს შეადგენს.[3] მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 370 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.

პროვინციიის ხუთი ყველაზე დასახლებული ქალაქი/მუნიციპალიტეტია: სორსოგონი (168 110), ბულანი (100 076), პილარი (74 564), გუბატი (59 534) და კასტილია (57 827). ყველაზე მცირე მოსახლეობა სანტა-მაგდალენის მუნიციპალიტეტს ჰყავს.

2007 წლის აღწერით პროვინციაში 704 024 შინამეურნეობა იყო. მოსახლეობის 51.1%-ს კაცები, ხოლო 48.9%-ს ქალები შეადგენდნენ. იმავე წლის მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 369 204 ადამიანს (პროვინციის მოსახლეობის 52.1%) შეადგენდა.[4]

 
ტოლონგაპოს პლაჟი

პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა ბიკოლურ ენაზე საუბრობს. დამწერლობით ბიკოლურ ენას ბიკოლ ნაგა ეწოდება. გარდა ამისა, განსაზღვრული ადგილების შესაბამისად ბიკოლურ ენას თავისებურებები ახასიათებს. მაგალითად, ბაკონში, პრიეტო-დიასსა და მაგალანესში მცხოვრები მოსახლეობა ალბაის ბიკოლურ ვარიანტზე საუბრობს. სორსოგონში, კასიგურანსა და ჯუბანში ბიკოლური ენა ჰილიგაინონს წააგავს, რომელზეც ძირითადად დასავლეთ ვისაიასში, კუნძულ ნეგროსის რეგიონსა და სამხრეთ-დასავლეთ მასბატეში საუბრობენ. პროვინციის მოსახლეობა ფართოდ იყენებს ინგლისური და ფილიპინურ ენას.

სორსოგონის მოსახლეობის უმრავლესობა (დაახლოებით 93%) კათოლიკური აღმსარებლობისაა. სორსოგონის ეპარქია თავდაპირველად ნუევა-კასერესის არქიეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა 1951 წლის 29 ივნისს ცალკე ეპარქიად ჩამოყალიბდა და მასბატეს ტერიტორიაც მოიცვა. 1968 წლის 23 ივნისს მასბატე ცალკე ეპარქიას მიეკუთვნა. ამჟამად სორსოგონის ეპარქია სორსოგონის მთელ პროვინციას და მის პროვინციულ დედაქალაქს მოიცავს.

 
ბულუსანის ხედი

ფესტივალები

რედაქტირება

პროვინციი მკვიდრების დიდი ნაწილი ბიკოლური და ბისაკოლის ეთნოლინგვისტური ჯგუფების წარმომადგენელია. სორსოგინიოები რომული კატოლიციზმის მიმდევრები არიან და წელიწადში უამრავ დღესასწაულს აღნიშნავენ. მუნიციპალიტეტებს და ქალაქს საკუთარი მფარველი წმინდანები ჰყავთ, რომელთა პატივსაცემადაც რელიგიურ დღესასწაულებს მართავენ. ქალაქ სორსოგონში წმინდა პეტრესა და პავლეს პატივსაცემად ყოველწლიურად 28-29 იანვარს იმართება ფიესტა. გუბათში ფიესტა 13 ივნისს აღინიშნება.

პროვინციულ დედაქალაქში აღინიშნება პილის ფესტივალიც, რომელიც Canarium ovatum-ს ეძღვნება. ეს ხეები პროვინციის მასშტაბით უხვად ხარობს. ფესტივალის დროს Canarium ovatum-ის კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანები ქალაქის ქუჩებში ცეკვავენ, იმართება შეჯიბრებები, ეწყობა ფოიერვერკის და სხვ.[5] პილარის მუნიციპალიტეტში ყოველი წლის ოქტომბერში პარაუს ფესტივალი ტარდება, რომელიც ქალაქის ფიესტას ემთხვევა. დღესასწაული დროს სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრებები, ქუჩის ცეკვებში შეჯიბრი და ა.შ. იმართება.

მმართველობა

რედაქტირება
 
160pxსორსოგონის ხედი ზემოდან

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. სორსოგონის ამჟამინდელი გუბერნატორი ფრანსის ჯოზეფ ესკუდეროა, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — მანუელ ფორტეს უმცროსი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. "Province: Sorsogon". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.
  3. Census of Population (2015). "Region V (Bicol Region)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
  4. 2007 Census. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-05. ციტირების თარიღი: 2020-11-30.
  5. Festivals in Sorsogon დაარქივებული 2009-08-31 საიტზე Wayback Machine. . Sorsogon Tourism Website. Retrieved on 2010-06-06.