სოჟი (რუს. , ბელარ. და უკრ. Сож) — მდინარე რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში; დნეპრის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 648 კმ, აუზის ფართობი 42,1 ათ. კმ². სათავეს იღებს სმოლენსკ-მოსკოვის მაღლობზე, მიედინება ვაკეზე, ქვემო წელი მდებარეობს პოლესიეს დაბლობზე. ხეობა ფართოა, ქალაქ გომელიდან (ბელარუსი) შესართავამდე ფართო (10 კმ-მდე) დაჭაობებული ჭალაა. იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. ქვემო წელზე წყლის საშუალო წლიური ხარჯია 219 მ³/წმ. გაყინულია ნოემბრიდან – იანვრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე – აპრილამდე. მთავარი შენაკადებია: პრონია (მარჯვენა), ოსტიორი, ბესედი, იპუტი (მარცხენა). ზემო წელზე დარაბულია. სანაოსნოა შესართავიდან 373 კმ-ზე. მდინარეზეა ქალაქები (დინების მიმართულებით): კრიჩევი, ჩერიკოვი, სლავგოროდი, გომელი (ყველა ბელარუსში).[1]

სოჟი
Сож

მდინარე ქალაქ გომელთან
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ბელარუსის დროშა ბელარუსი
უკრაინის დროშა უკრაინა
ტერიტორიული ერთეულები

სმოლენსკის ოლქი


მოგილიოვის ოლქი, გომელის ოლქი


ჩერნიგოვის ოლქი
ქალაქები კრიჩევი, ჩერიკოვი, სლავგოროდი, გომელი
სათავე 54°41′21″ ჩ. გ. 31°57′57″ ა. გ. / 54.68917° ჩ. გ. 31.96583° ა. გ. / 54.68917; 31.96583
შესართავი დნეპრი
51°56′50″ ჩ. გ. 30°48′24″ ა. გ. / 51.94722° ჩ. გ. 30.80667° ა. გ. / 51.94722; 30.80667
სიგრძე 648 კმ
აუზის ფართობი 42,1 ათ. კმ²
მდინარის სისტემა დნეპრიშავი ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 219 მ³/წმ
სოჟი — ბელარუსი
სოჟი
სოჟი
— სათავე, — შესართავი
სოჟი ვიკისაწყობში
  1. СОЖ // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 622.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სოჟი&oldid=4335954“-დან