სომხური კინო
სომხური კინოს ისტორია იწყება 1923 წლის 16 აპრილს, როდესაც მთავრობის დეკრეტით სომხეთის კინოს სახელმწიფო კომიტეტი დაარსდა.
1924 წლის მარტში ერევანში დაარსდა პირველი სომხური კინოსტუდია არმენფილმი (სომხ. Հայֆիլմ „ჰაიფილმი“, რუს. Арменкино „არმენკინო“), რომელიც გაიხსნა პირველი სომხური დოკუმენტური ფილმის, საბჭოთა სომხეთის (1924 წ.).
„ნამუსი“ იყო პირველი სომხური შავ-თეთრი მუნჯი ფილმი (1925 წ.). იგი გადაიღო ამო ბეკნაზარიანმა და ეფუძნება ალექსანდრე შირვანზადეს პიესას, რომელიც აღწერს ორი შეყვარებულის შავ ბედს, რომლებიც მათი ოჯახების მიერ ბავშვობიდან იყვნენ დანიშნულები, მაგრამ „ნამუსის“ (ღირსების) დარღვევის გამო, გოგონა მამამ სხვაზე დააქორწინა. პირველი ხმოვანი ფილმი, „პეპო“ 1935 წელს გადაიღო ამო ბეკნაზარიანმა.
სხვა ცნობილი რეჟისორები არიან:
- სერგო ფარაჯანოვი (უმეტესად ცნობილი ფილმით ბროწეულის ფერი)
- ჰენრიხ მალიანი
- არტავაზდ პელეშიანი (უმეტესად ცნობილი ფილმით წელიწადის დროები)
- ამო ბეკნაზარიანი
- ედმონდ კეოსაიანი
- ფრუნზე დოვლატიანი
- მიხეილ ვართანოვი (უმეტესად ცნობილი ფილმით ფარაჯანოვი: უკანასკნელი გაზაფხული)
- ლევონ მკრტჩიანი
- ატომ ეგოიანი
- ჯ. მაიკლ აკოფიანი, მისი ცნობილი ფილმით სომხების გენოციდზე, თანამედროვე სომხეთის ისტორიაზე და ისტორიულ სომხეთზე.
თანამედროვე სომხური კინო უშვებს ორი ან სამი სახის, რვა მოკლემეტრაჟიან და თხუთმეტ დოკუმენტურ ფილმს წელიწადში..[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Armenian Cinema: Armenian films and Armenian filmmakers
- Armenian Cinema: Biographical Sketch დაარქივებული 2006-12-12 საიტზე Wayback Machine.
- (ფრანგული) Jean Radvanyi, Le cinéma arménien, Centre Georges Pompidou, Paris 1993
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Smith, Ian Hayden (2012). International Film Guide 2012, გვ. 60. ISBN 978-1908215017. ციტირების თარიღი: 5 April 2012.