სომხეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე (2019)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სომხეთი მონაწილეობდა 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. 2018 წლის 30 ნოემბერს სომეხი მომღერალი სრბუჰი სარქსიანი შიდა შერჩევის წესით შეარჩია სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ (AMPTV) 2019 წელს თელ-ავივში, ისრაელში გასამართ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენლად.

სრბუჰი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის რეპეტიციაზე

მიმოხილვა

რედაქტირება

2019 წლამდე სომხეთმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სულ 12-ჯერ მიიღო მონაწილეობა (2006 წლიდან მოყოლებული).[1] ამ დრომდე სომხეთის საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი იყო, რომელიც ქვეყანამ ორჯერ დაიკავა: 2008 წელს, სიმღერით „Qélé, Qélé“, რომელიც სირუშომ შეასრულა და 2014 წელს სიმღერით „Not Alone“, რომელიც არამ mp3მა შეასრულა. სომხეთმა ფინალისთვის კვალიფიცირების ეტაპი ორჯერ: 2011 და 2018 წელს ვერ გაიარა. სომხეთმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა 2012 წელს, მასპინძელ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან დიდხნიანი დაძაბული ურთიერთობები გამო.[2]

ევროვიზიამდე

რედაქტირება

2018 წლის 30 ნოემბერს სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ 2019 წლის ევროვიზიის სიმღრის კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენელი სრბუჰი სარქსიანი იქნებოდა.[3] AMPTV-მ 2019 წლის 10 იანვრამდე ყველა კომპოზიტორს სიმღერების გაგზავნის უფლება მისცა.[4]

სრბუჰ სარქსიანმა სომხეთის მიერ შერჩეული სიმღერის პოპულარობის გაზრდისთვის ევროპის მასშტაბით რამდენიმე კონცენტრი გამართა. 6 აპრილს ამსტერდამში ღონისძიების, ევროვიზია კონცერტზე, ფარგლებში, რომელსაც 4 500 მაყურებელი ესწრებოდა, „Walking Out“ შეასრულა.[5] 20 აპრილს სრბუჰმა იგივე კომპოზიცია ღონისძიებაზე ევროვიზის წინა ღონისძიება მადრიდში შეასრულა. მან ცნობილ სომეხ ჯაზ მუსიკოსთან, ვააჰ აირაპეტიანთან ერთად ევროვიზიისთვის შერჩეული სიმღერის პიანინოს ქავერ ვერსიაც გამოუშვა.

ევროვიზიაზე

რედაქტირება

ევროვიზიის წესების თანახმად, ყველა ქვეყანას, გარდა მასპინძელი ქვეყნისა და „დიდი ხუთეულისა“ (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო), ფინალში მოსახვედრად ორიდან ერთ-ერთ ნახეარფინალში გამოსვლა სჭირდებათ. ორივე ნახევარფინალიდან პირველი ათეული ფინალში გადადის. ევროპის მაუწყებელთა კავშირი წინა კონკურსების საფუძველზე მონაწილე ქვეყნებს 6 სხვადასხვა ჯგუფში ათავსებს. 2019 წლის 28 იანვარს სპეციალური კენჭისყრა გაიმართა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები ნახევარფინალებში გნაწილდნენ და ისიც განისაზღვრა თუ შოუს რომელ ნაწილში გამოვიდოდნენ. სომხეთი მეორე ნახევარფინალში მოხვდა, რომელიც 2019 წლის 16 მაისს უნდა გამართულო. სომხეთის წარმომადგენელს შოუს პირველ ნაწილში უწევდა გამოსვლა.[6]

მას შემდეგ, რაც 2019 წლის კონკურსის მონაწილე ყველა ქვეყნის სიმღერა ცნობილი გახდა, სიმღერების თანმიმდევრობა კენჭისყრის მაგივრად შოუს პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რათა მსგავსი კომპოზიციები ერთმანეთის გვერდიგვერდ არ აღმოჩენილიყო. სომხეთი პირველ შემსრულებლად უნდა გამოსულიყო, რომელსაც ირლანდიის წარმოდგენა მოჰყვებოდა.

ნახევარფინალი

რედაქტირება

სომხეთმა მეორე ნახევარფინალი გახსნა, რომლის შემდეგაც ირლანდია გამოვიდა. შოუს დასასრულს გამოცხადდა, რომ სომხეთი პირველ ათეულში არ შედიოდა, შესაბამისად, ვერც ფინალში გამოვიდოდა. შემდეგში ცხადი გახდა, რომ სომხეთმა ნახევარფინალში მე-16 ადგილი დაიკავა 49 ქულით: 23 ქულა სატელევიზიო ხმებით, ხოლო 26 ქულა ჟიურისგან მიიღო. ხმის მიცემის ძველი წესის მიხედვით, სომხეთი 23 ქულით მე-15 ადგილს დაიკავებდა.

ხმის მიცემა

რედაქტირება

ხმის მიცემა სამი შოუს მანძილზე მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ყოველი სახელმწიფო 1-8-მდე და 10 და 12 ქულას ანაწილებდა მონაწილე ქვეყნებს შორის: ქულათა ერთი პარტია სატელევიზიო ხმების მიხედვით ენიჭებოდა, ხოლო მეორე პარტიას სპეციალური ჟიური ანაწილებდა. ყოველი სახელმწიფოს ჟიური მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე პროფესიონალებისგან შედგებოდა, რომლებიც მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეები არიან და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მათი ვინაობები კონკურსამდე ცხადდებოდა. ჟიური ყოველ წარმომადგენელს შემდეგი კომპონენეტების მიხედვით აფასებდა: ხმის მოცულობა, სცენაზე წარმოდგენა, კომპოზიცია და ორიგინალობა და შესრულებისას გამოვლენილი იმპროვიზაცია. ეროვნული ჟიურის წევრებს აკრძალული ჰქონდათ სხვა წარმომადგენლებთან ნებისმიერი კავშირი და ხმებსაც ნაწილობრივ ან დამოუკიდებლად ვერ მისცემდნენ. ჟიურის წევრების ინდივიდუალური სია, ისევე როგორც ტელემაყურებელთა შედეგები დიდი ფინალის შემდეგ მალევე გამოქვეყნდა.[7]

  1. Armenia Country Profile. EBU. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  2. Kramer, Andrew E.. (7 March 2012) Armenians Are Shunning Song Contest in Azerbaijan. The New York Times. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  3. García, Belén. (30 November 2018) Srbuk to represent Armenia at Eurovision 2019.
  4. Armenia opens song submissions for Srbuk's Eurovision 2019 adventure (30 November 2018).
  5. This was Eurovision in Concert 2019 in Amsterdam (6 April 2019).
  6. This was Eurovision in Concert 2019 in Amsterdam (6 April 2019).
  7. Groot, Evert. Exclusive: They are the judges who will vote in Eurovision 2019!. European Broadcasting Union (30 April 2019). ციტირების თარიღი: 30 April 2019.