სომხეთის საპარლამენტო არჩევნები (2007)

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 2007 — მეოთხე საპარლამენტო არჩევნები სომხეთში, რომელიც გაიმართა 2007 წლის 12 მაისს[1]. 131 ადგილისათვის 1364 კანდიდატი იბრძოდა. არჩევნებზე 41 ადგილი მაჟორიტარული სისტემით აირჩეოდა, ხოლო 90 პროპორციულით[2]. არჩევნებში გამარჯვება რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა, რომელმაც 131-დან 64 ადგილის მოპოვება შეძლო.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 2007
სომხეთის დროშა
2003 ←
12 მაისი, 2007 (2007-05-12)
→ 2012

  პირველი პარტია მეორე პარტია მესამე პარტია
 
ლიდერი სერჟ სარქისიანი ნაირა ზოგრაბიანი გრანტ მარგარიანი
პარტია რესპუბლიკური აყვავებული სომხეთი დაშნაკცუთიუნი
მიღებული ადგილები 64 18 16
მოსახლეობის ხმები 458,258 204,483 177,907
პროცენტულობა 33.91% 15.13% 13.16%
ცვლილება +33 +5

  მეოთხე პარტია მეხუთე პარტია
 
ლიდერი არტურ ბაღდასარიანი რაფი ოვანისიანი
პარტია კანონის უზენაესობა მემკვიდრეობა
მიღებული ადგილები 9 7
მოსახლეობის ხმები 95,324 81,048
პროცენტულობა 7.05% 6.00%
ცვლილება -10 +7

შედეგები

რედაქტირება
პარტია პროპორციული მაჟორიტარული სულ ადგილი +/–
ხმები % ადგილი ადგილი %
სომხეთის რესპუბლიკური პარტია 458,258 33.91% 64   33
აყვავებული სომხეთი 204,483 15.13% 18 ახალი
სომხეთის რევოლუციური ფედერაცია 177,907 13.16% 16   5
კანონის უზენაესობა 95,324 7.05% 9   10
მემკვიდრეობა 81,048 6.00% 7   7
გაერთიანებული ლეიბორისტული პარტია 59,271 4.39%   6
ეროვნული ერთობა 49,863 3.58%   9
ახალი დროება 47,060 3.48%  
სახალხო პარტია 37,044 2.74%  
კავშირის პარტია 32,943 2.44%  
სომხეთის სახალხო პარტია 22,762 1.68%  
რესპუბლიკა 22,288 1.65%  
იმპიჩმენტის კავშირი 17,475 1.29%  
დამოუკიდებლები უპარტიო/დამოუკიდებელი 17 41.5% 17   38
არასწორი/ცარიელი ხმები 53,812
სულ 1,375,733 100.00% 90 41 100.0% 131  
გამოცხადება: 59.35
წყარო: Central Electoral Commission of the Republic of Armenia

BBC-ს ცნობით, არჩევნებზე ამომრჩეველთა 60%[3]. ეუთო-ს განცხადებით, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით „მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“ შეიმჩნეოდა, მაგრამ „სომხეთის მთავრობის დაპირება, რომ არჩევნები ეუთოს სტანდარტით ჩატარდებოდა ბოლომდე ვერ შესრულდა“[4].

კრიტიკოსებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით არჩევნები გამჭვირვალე და დემოკრატიული არ იქნებოდა, მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, რომ 2003 წლისგან განსხვავებით ეს არჩევნები ბევრად უფრო დემოკრატიული იქნებოდა[5].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ElectionGuide.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-28. ციტირების თარიღი: 2015-10-02.
  2. Armenian parliament election kicks off People's Daily Online, 12 May 2007
  3. 2007 Armenian elections - BBC
  4. OSCE/ODIHR EOM Final Report, 10 September 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი 2015.
  5. Armenia holds parliamentary poll BBC News, 12 May 2007