სომხეთის პასპორტი

სომხეთის პასპორტისომხეთის მოქალაქეებზე გაცემული ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამოგზაურო დოკუმენტი. ქვეყნის შიგნით ის ასევე გამოიყენება, როგორც საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

სომხეთის პასპორტი

სომხეთის ბიომეტრული პასპორტის გარეკანი
გამცემი სომხეთის დროშა სომხეთი
დოკუმენტის ტიპი პასპორტი
დანიშნულება იდენტიფიკაცია და საერთაშორისო მოგზაურობა
აუცილებელი მოთხოვნები სომხეთის მოქალაქეობა
მომედების ვადა 10 წელი

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება

სომხეთის ორდინარული პასპორტი მუქი ლურჯი ფერისაა, გარეკანის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია მოოქროვილი სომხეთის სახელმწიფო გერბი. გარეკანზე ასევე დატანილია წარწერა (სომხ. Հայաստանի Հանրապետություն) „სომხეთის რესპუბლიკა“ და (სომხ. Անձնագիր) „პასპორტი“ სომხურ და ინგლისურ ენებზე. პასპორტის მოქმედების ვადა 10 წლით განისაზღვრება და ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია მისი მოქმედების ვადის კიდევ 5 წლით გაგრძელება. პასპორტი 32 გვერდიანია და შეიცავს ინფორმაციას მისი მფლობელის შესახებ სომხურ და ინგლისურ ენებზე, ასევე შენიშვნებისთვის და ვიზებისთვის განკუთვნილ გვერდებს.

2012 წლის 1 ივნისიდან გამოიცა ახალი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, რომელმაც სომხეთის მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტი ჩაანაცვლა. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტია – ID ბარათი — რომელიც ვეყნის შიგნით გამოიყენება და მეორე დოკუმენტია – ბიომეტრული პასპორტი — რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამოგზაუროდ გამოიყენება. პასპორტში განთავსებული ჩიპი შეიცავს თითის ანაბეჭდების ციფრულ სურათსა და პასპორტის მფლობელის ფოტოს. ორივე, ბიომეტრული პასპორტი და ID ბარათი დამზადებულია Polish Security Printing Works-ის (Polska Wytwornia Papierow Wartosciowych) მიერ.[1] [1] დაარქივებული 2009-07-21 საიტზე Wayback Machine. [2] დაარქივებული 2011-07-23 საიტზე Wayback Machine. [3][მკვდარი ბმული] [4] დაარქივებული 2013-04-16 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links [5] დაარქივებული 2012-05-25 საიტზე Wayback Machine.

 
სომხეთის მოქალაქის ID ბარათი

სომხეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნების მოქალაქეთათვის 2013 წლის 1 იანვრიდან სომხეთმა გააუქმა ქვეყანაში შესასვლელი სავიზო მოთხოვნები ევროკავშირის 27 ქვეყნისა და ევროკავშირის 4 არაწევრი, მაგრამ შენგენის ზონაში შემავალი (ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია) ქვეყნისთვის. სავიზო რეჟიმის ცალმხრივი გაუქმებით, სომხეთი ცდილობს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესის დაჩარებას. ევროკავშირთან დაგეგმილი შეთანხმების თანახმად, სომხეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების მიღების პროცესი უფრო გამარტივდება. ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურა გათვალისწინებულია, ოფიციალური დელეგაციების წევრთათვის, მეცნიერთათვის, სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, სპორტისა და ხელოვნების მოღვაწეთათვის და ევროკავშირში კანონიერად მცხოვრები მოქალაქეების ნათესავებისთვის. ის აგრეთვე ისთვალისწინებს ამავე კატეგორიის მოქალაქეებისთვის, ბავშვებისა და პენსიონერებისთვის სავიზო მოსაკრებლის 35 ევრომდე შემცირებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ E-visa სისტემა დაარქივებული 2013-07-28 საიტზე Wayback Machine. .

საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გვერდი

რედაქტირება

სომხეთის პასპორტი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

  • პასპორტის მფლობელის ფოტო
  • ტიპი (P)
  • ქვეყნის კოდი (Arm)
  • პასპორტის ნომერი
  • გვარი (1)
  • სახელ(ებ)ი (2)
  • ეროვნება (3)
  • დაბადების თარიღი (4)
  • სქესი (5)
  • დაბადების ქვეყანა (6)
  • გაცემის თარიღი (7)
  • მოქემედების ვადა (8)
  • გამცემი ორგანოს დასახელება (9)

შეზღუდვა პასპორტის გამოყენებაზე

რედაქტირება

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გამართული ყარაბაღის ომის შედეგად, აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიაზე სომხეთის პასპორტის მფლობელებს ან ეთნიკურად სომეხი ნებისმიერი სხვა ქვეყნის პასპორტის მქონე მოქალაქეების შეშვებას კრძალავს. ასევე აკრძალულია იმ მოქალაქეების შეშვებაც, რომელთა პასპორტშიც დაფიქსირებულია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში შესვლის ბეჭედი. ასეთი პიროვნებები სამუდამოც ცხადდებიან პერსონა ნონ გრატად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება