სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკა
სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (სომხ. Հայաստանի Ազգային Գրադարան ) — ეროვნული საჯარო ბიბლიოთეკა სომხეთის დედაქალაქ ერევანში. დაარსდა 1832 წელს, როგორც ერევნის სახელმწიფო გიმნაზიის ნაწილი. ბიბლიოთეკა მთელი რესპუბლიკის კულტურულ საცავს წარმოადგენს.
სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკა | |
---|---|
Հայաստանի Ազգային Գրադարան | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ქვეყანა | სომხეთი[1] |
მისამართი | Տերյան փող. 72[1] |
კოორდინატები | 40°11′24″ ჩ. გ. 44°31′23″ ა. გ. / 40.19000000° ჩ. გ. 44.52333306° ა. გ. |
დაიწყო | 1832 |
გაიხსნა | 1832 წელს |
საიტი | |
www.nla.am |
ბიბლიოთეკის ამჟამინდელი შენობა 1939 წლით თარიღდება და მდებარეობს კენტრონის რაიონში, თერიანის ქუჩაზე. იგი დააპროექტა არქიტექტორმა ალექსანდრე თამანიანმა შვიდი მილიონი წიგნის დასატევად. 1925-1990 წლებში ბიბლიოთეკა ალექსანდრე მიასნიკიანის სახელს ატარებდა.
ამჟამად, ბიბლიოთეკის ფონდი 6,6 მილიონ წიგნს მოიცავს.[2]
უძველესი ნიმუშები
რედაქტირება- ბიბლიოთეკის უძველესი ნაბეჭდი წიგნია ურბატაგირკი, გამოცემულია ვენეციაში 1512 წელს.[3]
- ბიბლიოთეკის უძველესი რუკა თარიღდება 1695 წლით, გამოცემულია ამსტერდამში.
- ბიბლიოთეკის უძველესი გაზეთია აზდარარი, გამოცემულია ჩენაიში 1794 წელს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2014-03-31 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Wiki Loves Monuments monuments database — 2017.
- ↑ Public libraries in Yerevan
- ↑ The Book of Fridays. World Digital Library (1512). ციტირების თარიღი: 2013-06-01.