სომი — XIV—XV საუკუნეების ვერცხლის ფულადი საანგარიშო ერთეული. სომი იხსენიება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის XIV—XV საუკუნეებში აღაპებსა და 1460 წელს ერთ ქართულ სიგელში. ამ ტერმინის გავრცელება და დამკვიდრება საქართველოში დაკავშირებულია ჯუჩიანთა მონეტების მიმოქცევასთან. შეესატყვისება 120 დირჰემს.

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სომი&oldid=2296086“-დან