სოლფუგები (Solifugae), ფალანგებიფეხსახსრიანთა რიგი ობობასნაირთა კლასისა. მათი სხეული (სიგრძე 1—7 სმ) შედგება თავმკერდის, 2-ნაწევრიანი მკერდისა და 10-ნაწევრიანი მუცლისაგან. აქვთ 6 წყვილი კიდური: პირველი — ქელიცერები, საკვების დასაქუცმაცებლად, მეორე —პედიპალპები, ეხმარებიან საკვების დაჭერაში, დანარჩენი 4 წყვილი სასიარულოა. სუნთქვენ ტრაქეებით. ცალსქესიანები არიან, მრავლდებიან კვერცხებით. ოჯახში 570-მდე სახეობაა. საქართველოში — 2 (Galeodes araneoides და Gyllipus caucasicus). სოლფუგები ბინადრობენ ცხელსა და მშრალ ადგილებში. ჩვენში მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ველებზე და ნახევრად უდაბნოებში არიან. იკვებებიან სხვადასხვა სახეობის უხერხემლოებით. მათი კბენა იწვევს ნაკბენი ადგილის ანთებას. მაგრამ შხამი არა აქვთ.

სოლფუგები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Solifugae

ლიტერატურა

რედაქტირება