სოლომონ ცაიშვილი
სოლომონ მაქსიმეს ძე ცაიშვილი (დ. 26 თებერვალი, 1900, სოფ. ცაიში, (ზუგდიდის რაიონი) — გ. 21 ნოემბერი, 1957, თბილისი) — ქართველი პუბლიცისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ქუთაისის პირველი გიმნაზია, უსახსრობის გამო სწვლის გაგრძელება ვერ შესძლო, დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და დაიწყო მასწავლებლობა.1926 წელს გაზეთ კომუნისტის თანამშრომელია, მალე გადადის მასწავლებლად სოფელ პატარძეულში. 1932 წლიდან მოღვაწეობას იწყებს პედაგოგიურ ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში, მოგვიანებით — ქართული ლიტერატურის მუზეუმში.
სოლომონ ცაიშვილი იკვლევდა მშობლიური მწერლობისა და პედაგოგიკის საკითხებს. მის კალამს ეკუთვნის მონოგრაფიები: „ნიკო ავალიშვილი“, „პეტრე ჭარაია“, „სახალხო განათლების მოღვაწეები“, „ნიკო დადიანი“, „უიარაღო“, „ეკატერინე გაბაშვილი“ და სხვა მრავალი. მკვლევარმა გამოავლინა მანამდე უცნობი მასალები ს. დოდაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, დ. ყიფიანის, ა. ლაისტის ლიტერატურლ მემკვიდრეობასა და მოღვაწეობაზე. აღსანიშნავია, რომ მისი რედაქციით, წინასიტყვაობით და შენიშვნებით გამოიცა იონა მეუნარგიას ქართველი მწერლობის ორი ტომი. საზოგადო მოღვაწეს იონა მეუნარგიას, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ს. ცაიშვილის, როგორც მკვლევარისა და მოქალაქის ფორმირებაზე, მადლიერმა მოსწავლემ საგანგებო მონოგრაფია მიუძღვნა.
ამის გარდა, ს. ცაიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკაში, სადაც დაიბეჭდა 600-ზე მეტი გამოკვლევა, წერილი, ნარკვევი, ლიტერატურის, პედაგოგიკისა თუ ჩვენი ეროვნული ფოლკლორის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მადლიერმა ქართველმა ხალხმა 1989 წელს ამადგარ მოღვაწეს მშობლიურ სოფელში სახლ-მუზეუმი გაუხსნა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 393, თბ., 1994