სოლომონ ზალდასტანიშვილის ქუჩა

სოლომონ ზალდასტანიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (ვერე); ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩამდე. ქუჩის განაშენიანება დაიწყო XIX საუკუნის II ნახევარში. ქუჩაზე ძირითადად დასახლდნენ მაშინდელი მთავარმმართველის მიერ რუსეთიდან ჩამოყვანილი გადამდგარი ჯარისკაცები და ხელოსნები. თბილისის 1900 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მოსკოვის ქუჩის (ახლანდელი ძმები კაკაბაძეების ქუჩა) განშტოება — ფერხულის შესახვევი. XX საუკუნის 30-იან წლებში კარლ ლიბკნეხტის სახელი დაერქვა (დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე), 1990 წელს დაუბრუნდა ძველი სახელი — ფერხულის ქუჩა. 1994 წელს სოლომონ ზალდასტანიშვილის სახელი ეწოდა. აქვს 1 გასასვლელი (ყოფილი მოსკოვის ჩიხი, შემდეგ — კარლ ლიბკნეხტის გასასვლელი) და 1 შესახვევი (ყოფილი მოსკოვის შესახვევი, შემდეგ — კარლ ლიბკნეხტის შესახვევი).[1]

სოლომონ ზალდასტანიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი ვერა
წინა სახელები ფერხულის შესახვევი, კარლ ლიბკნეხტის ქუჩა, ფერხულის ქუჩა

დღეს ზალდასტანიშვილის ქუჩის ნაწილია ყოფილი კურსკის ქუჩა (ზალდასტანიშვილის შესახვევსა და რვა მარტის ქუჩას შორის). თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც კურსკის შესახვევი.[2]

ქუჩაზე დგას წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესია (1913 წლის). ეს ადგილი თბილისის 1900 წლის გეგმაზე დატანილია როგორც „ფერხულის გორა“, მოგვიანებით „ფერხულის გორას“ სახელი შეეცვალა და „პურის გორაკი“ დაერქვა.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება