თბილისის წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესია

ეკლესია თბილისში

თბილისის წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესია — ყოფილი რუსული, ამჟამად ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში (მთაწმინდის რაიონი). მდებარეობს ვერეზე, სოლომონ ზალდასტანიშვილის ქუჩაზე, „პურის გორაკზე“ (წარსულში „ფერხულის გორას“ უწოდებდნენ).

წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესია

წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესია

თბილისის წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესია — თბილისი
თბილისის წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°42′02″ ჩ. გ. 44°47′20″ ა. გ. / 41.700694° ჩ. გ. 44.789056° ა. გ. / 41.700694; 44.789056
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი მთაწმინდის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1911-1913

ეკლესია აგებულია 1911-1913 წლებში არქიტექტორ იოჰან დიცმანის პროექტით ე. წ. რუსული სტილით. ეკლესია აკურთხეს XIII-XIV საუკუნეების რუსი მთავრის მიხეილ ტვერელის სახელზე. მშენებლობას ფულადი დახმარება აღმოუჩინეს მეფისნაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის მეუღლემ გრაფინია ელისაბედმა და დიდმა მთავარმა მიხეილ ალექსანდრეს ძემ. ეკლესიასთან მისასვლელი გზა, რომელიც ახლანდელი კონსტანტინე მაყაშვილის ქუჩის ბოლოდან იწყბოდა, მესანგრეთა ძალებით გაიყვანეს; მას „ელისაბედის პროსპექტი“ უწოდეს (თბილისის 1913 წლის გეგმა). 1990-იან წლებამდე მღვდელთმსახურება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 4192