სოიბათიასული
სოიბათიასული — გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის მოხელე სამეფო კარზე. სოიბათიასულის სახელო ირანული წარმოშობისაა (შახის კარზე იყო 8-9 საუკუნეები, რომელთა მოვალეობას ადგენდა სასახლეში ელჩების შემოყვანა, ფეშქაშ-მოსართმევლის წარდგენა შაჰისათვის, მისი ბრძანება-განკარგულებების შესრულება.). სოიბათიასულები ეშიკაღასბაშს ექვემდებარებოდნენ, მეჯლისის დროს სტუმრებისათვის საჭმლის მირთმევას ხელმძღვანელობდნენ, საიასაულო ფუნქციებს აღასრულებდნენ. დასტურლამალში ერთდროულად 11 საუკუნის არსებობა დასტურდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13;
- სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, [ ტ.] 1, თბ., 1952;
- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 450.