სნუპი, ან სნაპი (ინგლ. Snuppy; დ. 24 აპრილი, 200525 მაისი, 2015)[1]ავღანური მწევარი, მსოფლიოში პირველი კლონირებული ძაღლი. ლეკვი შექმნეს ზრდასრული ავღანური მწევარის ყურის უჯრედის გამოყენებით. ნაყოფის მოსამზადებლად გამოყენებულ იქნა 123 სუროგატი დედა, რომელთაგან მხოლოდ სამმა შვა ლეკვი. ამ სამიდან მხოლოდ ერთი გადარჩა. 45-კაციან ჯგუფს, რომლებიც სნუპის კლონირებას ახორციელებდნენ, ხელმძღვანელობდა ბიოსამედიცინო მეცნიერი ჰუან ვუ-სუკი სეულის უნივერსიტეტიდან. სნუპი გარდაიცვალა 2015 წლის მაისში, 10 წლის ასაკში.

  1. First Dog Clone. National Geographic. ციტირების თარიღი: 2008-10-11.