სლოვაკეთის შეიარაღებული ძალები
სლოვაკეთის შეიარაღებული ძალები | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
სლოვაკეთის შეიარაღებული ძალები Ozbrojené Sily Slovenskej Republiky | ||||||||
დაარსდა 1993 წელს | ||||||||
შტაბი | ბრატისლავა, სლოვაკეთი | |||||||
ალიანსი | NATO | |||||||
შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია: | ||||||||
სახმელეთო ძალები/არმია | არმია | |||||||
სამხედრო-საჰაერო ძალები | საჰაერო ძალები | |||||||
ხელმძღვანელობა | ||||||||
მთავარსარდალი | პრეზიდენტი ანდრეი კისკა | |||||||
მინისტრი | მარტინ გლვაჩი | |||||||
მინისტრის წოდება | სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი | |||||||
გენერალური შტაბის მეთაური | გენერალ-ლეიტენანტი მილან მაქსიმი | |||||||
შემადგენლობა | ||||||||
სამხედრო ასაკი | 18 | |||||||
გაწვევა | გაუქმდა 2006 წელს | |||||||
ხელმისაწვდომია სამხედრო სამსახურისთვის | 1 413 079, age 15–49 წლ. | |||||||
ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის | 1 162 282, 15–49 წლ. | |||||||
აქტიური სამხედრო პერსონალი | 14 095 პროფესიონალი ჯარისკაცი და 8 515 სამოქალაქო პირი (2013)[1][2]) | |||||||
ინდუსტრია და დანახარჯები | ||||||||
ბიუჯეტი | € 744 მილიონი (2014)[3][4][5][6][7] | |||||||
მშპ-ის პროცენტი | 1.00% (2014) | |||||||
საგარეო მომწოდებლები | ჩეხეთი გერმანია ისრაელი პოლონეთი რუსეთი აშშ |
სლოვაკეთის შეიარაღებული ძალები (სლოვაკ. Ozbrojené Sily Slovenskej Republiky) — სლოვაკეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს სლოვაკეთის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია: არმია, სამხედრო-საჰაერო ძალები.
2006 წლიდან გაუქმდა სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევა და შეიარაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდა.
ისტორია
რედაქტირებასლოვაკეთის არმიის ისტორია 1939 წლიდან იწყება, როდესაც დღევანდელი სლოვაკეთის ტერიტორია გერმანულმა ძალებმა დაიპყრეს და იქ სლოვაკთა მარიონეტული სახელმწიფო შექმნეს. ადგილობრივი ჯარის ფორმირებაც მალევე დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დროს სლოვაკეთი გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული, ომის შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური მმართველობა დაამყარა და იგი სოციალისტური ბანაკის წევრად აქცია. 1993 წელს ყოფილი ჩეხოსლოვაკია მშვიდობიანად გაიყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ - ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთის რესპუბლიკად. თანამედროვე არმიის არსებობა სწორედ ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ, სლოვაკეთის ტერიტორიული თავდაცვის საფუძველზე დაფუძნებული სლოვაკეთუს სამხედრო ძალების შექმნით დაიწყო. თავიდან სამხედრო სამსახურში გაწვევა სავალდებულო იყო ქვეყნის 18 წელს მიღწეული ყოველი მამაკაცისთვის. 2006 წლიდან კი შეირაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდა.
სლოვაკეთი 2004 წლის 29 მარტიდან ნატო-ს წევრია და მონაწილეობს, სხვადასხვა სამშვიდობო და სამხედრო ოპერაციებში.
აღჭურვილობა
რედაქტირებამცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი
- ČZ vz. 82 სტანდარტული პისტოლეტი
- vz. 58 სტანდარტული შაშხანა
- Heckler & Koch G36 მე-5 სპეციალური დანიშნულების რაზმი
- Heckler & Koch HK416 იყენებდა მე-5 სპეციალური დანიშნულების რაზმი 2009 წლამდე, გადაიარაღების შემდეგ გამოიყენება HK416 და HK417
- Heckler & Koch HK417 მე-5 სპეციალური დანიშნულების რაზმი
- FN MINIMI Para ტყვიამფრქვევი, მე-5 სპეციალური დანიშნულების რაზმი
- Škorpion vz. 61
- Heckler & Koch MP5 მე-5 სპეციალური დანიშნულების რაზმი
- Barrett M82.50cal სნაიპერული შაშხანა
- Heckler & Koch UMP მე-5 სპეციალური დანიშნულების რაზმი და სამხედრო პოლიცია
- Uk vz. 59 ტყვიამფრქვევი
- PKM ტყვიამფრქვევი
- Dragunov sniper rifle (SVD)
- Grand Power K100
- Accuracy International Arctic Warfare 12.7 AW.50 MK2. სნაიპერული შაშხანა
- AT-4 Spigot
- Carl Gustav სპეციალური დანიშნულების რაზმი
- AGS-17 Automatic grenade launcher
- RPG-75 Rocket-propelled grenade
- SIG-Sauer SSG 3000
საბრძოლო ტანკი
- T-72M1 - 30 [8][9]
- T-72M2 Moderna - მხოლოდ რამდენიმე, საცდელი ვერსია
ჯავშანტრანსპორტიორი
- BVP-2 - 91 - ქვეითთა საბრძოლო მანქანა
- BVP-1 - 162 - ქვეითთა საბრძოლო მანქანა
- BPsV - 71 - სადაზვერვო მანქანა
- OT-90 - 66 - ჯავშანტრანსპორტიორი
- Aligator 4x4 დაარქივებული 2013-06-02 საიტზე Wayback Machine. - 42 - მსუბუქად შეჯავშნილი მანქანა (რამდენიმე ვერსია)
- Tatrapan 6x6 - 70 - მსუბუქად შეჯავშნილი მანქანა (რამდენიმე ვერსია)
- MaxxPro (გადასცა აშშ-ის არმიამ)
- Iveco LMV - 10 - მსუბუქად შეჯავშნილი მანქანა, მე-5 სპეციალური დანიშნულების რაზმი
- BAE RG-32M - 7 - მსუბუქად შეჯავშნილი მანქანა
არტილერია
- D-30 122 მმ - 25
- RM-70 MODULAR - 26[10]
- ShKH Zuzana 155 მმ – 16
სამხედრო სატვირთო მანქანა
- AKTIS დაარქივებული 2015-02-15 საიტზე Wayback Machine.
- MAN HX
- Tatra 815 (რამდენიმე ვერსია)
- Praga V3S
მსუბუქი მაღალი გამავლობის მანქანა
- Land Rover Defender 110 SW
- UAZ-469 - 200 (to be replaced)
- Nissan Navara, Nissan Pathfinder
- Mercedes-Benz G-Class
- Humvee - 5th Special Forces Regiment
მსუბუქი განაღმვითი ტექნიკა
- Božena 4 დაარქივებული 2016-04-02 საიტზე Wayback Machine.
- Božena 3 დაარქივებული 2016-04-02 საიტზე Wayback Machine.
- BELARTY UOS 155
- SVO self-propelled mine-clearing charges launching system დაარქივებული 2016-04-02 საიტზე Wayback Machine.
ხიდგამდები
სადესანტო მანქანები
სამხედრო სასწრაფო სამედიცინო დახმარება
- AKTIS დაარქივებული 2015-02-15 საიტზე Wayback Machine.
- AMB-S
- Volkswagen Transporter (T4)
- Mercedes-Benz G-Class
ევაკუატორი
საჰაერო თავდაცვის სისტემა
- SA-6 Gainful - 4 batteries[11]
- SA-10 Grumble - 1 battery[12]
საჰაერო ძალები
- Mikoyan-Gurevich MiG-29 Fulcrum - 12 (NATO-ს მოდერნიზებული)
- Aero L-39 Albatros - 8 (NATO-ს მოდერნიზებული)
- Antonov An-26 Curl - 1 (NATO-ს მოდერნიზებული)
- Let L-410 Turbolet - 7 (NATO-ს მოდერნიზებული)
- Mil Mi-17 Hip-H - 10 (NATO-ს მოდერნიზებული)
შენიშვნა -- ინფორმაიცია 01. 08. 2014-ის მონაცემებით
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.eda.europa.eu/info-hub/defence-data-portal/Slovakia/year/2013
- ↑ http://www.eda.europa.eu/docs/default-source/finance-documents/national-defence-data-2012.pdf
- ↑ "NATO Defence Expenditure: 2009 - 2013" August 14, 2014
- ↑ "Slovak Military Budget 2014"
- ↑ "Slovak Military Budget 2013"
- ↑ http://www.topky.sk/cl/100535/1391445/Rezort-obrany-vycerpal-vlani-z-rozpoctu-725-6-miliona-eur
- ↑ http://spravy.pravda.sk/domace/clanok/317217-rozpocet-armady-sa-zvysovat-nebude-tvrdi-fico/
- ↑ "Defence Statistics 2013" 1 აგვისტო, 2013
- ↑ "Vehicle and aircraft holdings within the scope of the Conventional Armed Forces in Europe Treaty 2014" 15 მაისი, 2014
- ↑ http://www.webnoviny.sk/slovensko/slovensko-zlikviduje-kazetovu-municiu/778361-clanok.html
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-24. ციტირების თარიღი: 2014-10-06.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-04. ციტირების თარიღი: 2014-10-06.