სლოვაკეთის ფოსტა
სლოვაკეთის ფოსტა (სლოვ. — «Словацкая почта») — სახელმწიფოს დანიშნული საფოსტო ოპერატორი, რომელიც ახორციელებს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას სლოვაკეთში. ეს არის კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია სლოვაკეთში საფოსტო გზავნილების მიწოდებაზე. სლოვაკეთის ფოსტა ჩამოყალიბდა 1993 წლის 1 იანვარს სლოვაკეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.
ტიპი | საჯარო კომპანია |
---|---|
დაფუძნდა | 1993 |
სათავო ოფისი | სლოვაკეთი, ბანსკა-ბისტრიცა |
პროდუქცია | საფოსტო მომსახურება |
სუფთა მოგება | 342 000 ევრო (2017) [1] |
თანამშრომელი | 13887 (2016)[2] |
საიტი | http://www.posta.sk |
2004 წლის 1 ოქტომბერს კომპანია მთლიანად გამოვიდა სახელმწიფო კონტროლიდან და გახდა ღია საზოგადოებრივი კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობით. დღეს კომპანიას კურირებს სლოვაკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, მშენებლობისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო.
სლოვაკეთის ფოსტას აქვს 1566 ფილიალი ქვეყნის მასშტაბით და მესამე ადგილზეა სლოვაკეთის უდიდეს საფოსტო კომპანიებს შორის. საფოსტო გზავნილის გარდა, იგი აწარმოებს საფოსტო მარკებს და ფლობს საკუთარ მუზეუმს. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს ცენტრალურ სლოვაკეთში ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში [3]. კომპანიის აღმასრულებული დირექტორი არის პიტერ გელექსა.
ისტორია
რედაქტირება2004 წლის 20 სექტემბერს, სლოვაკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების სამინისტროს გადაწყვეტილებით, იგი გადაიქცა ღია საზოგადოებრივ შეზღუდულ კომპანიად, გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2004 წლის 1 ოქტომბერს. 2006 წელს სარეიტინგო სააგენტომ „Moody's“- მა ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა სლოვაკეთის ფოსტას, რაც ოფიციალურად 2014 წელს დადასტურდა.
2013 წელს, სამ წელიწადში პირველად, სლოვაკეთის ფოსტამ ფისკალური წელი დაასრულა პოზიტიური წმინდა მოგების მაჩვენებლებით, გააგრძელა ტენდენცია შემდეგი წლისთვის (მოგება 4,91 მილიონი ევრო გადასახადებამდე). 2015 წელს იგი სადაზღვევო ბაზარზე შემოვიდა PPB–ს 20%-იანი წილის შეძენით.
სერვისი და მომსახურება
რედაქტირებასლოვაკეთის ფოსტა არის წამყვანი სლოვაკური კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს საფოსტო და ფულადი გზავნილების მიწოდების მომსახურებას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესისთვის, შესაბამისი ლოჯისტიკური პირობებით. მუშაობს სლოვაკეთში შესაბამისი ადმინისტრაციული და იურიდიული ხარჯების შეგროვების eKolok-ის სისტემით. საფოსტო კომპანია IOMO–ს პროექტის მთავარი პარტნიორია, რომელიც მოქალაქეებს ადგილზე უზრუნველყოფს სახელმწიფო და მუნიციპალური მომსახურებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Účtovná závierka 2017. Slovenská pošta, a. s. (2018-03-22). ციტირების თარიღი: 2019-03-06.
- ↑ Najväčší zamestnávatelia na Slovensku za rok 2016. finstat.sk. ციტირების თარიღი: 2019-03-15.
- ↑ Slovenská pošta - Subject of activity. Slovenská pošta. ციტირების თარიღი: 2017-08-15.