სკუმბრიები (ლათ. Scomber) — თევზების გვარი სკუმბრიასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის მაქსიმალური სიგრძე 60 სმ, ხოლო საშუალო სიგრძე 30 სმ აღწევს; სხეული თითისტარისებრი აქვთ. ქერცლი წვრილია. ზურგი მოლურჯო-მომწვანოა, მრავალრიცხოვანი შავი, სუსტად დახრილი ხაზებით. საცურაო ბუშტი არ აქვთ.

სკუმბრიები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Scomber

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება