სკერიშოარის მღვიმე

სკერიშოარის მღვიმე (რუმ. Peștera Scărișoara) — ყინულოვანი მღვიმე რუმინეთში, ალბის ჟუდეცში. მდებარეობს დასავლეთ რუმინეთის მთებში, ზღვის დონიდან 1165 მ სიმაღლეზე. მიჩნეულია რუმინეთის ერთ-ერთ ბუნებრივ საოცრებად. გამომუშავებულია ცარცულ ნალექებში. სიღრმე დაახლოებით 100 მ, სიგრძე 720 მ, სიმაღლე 26 მ. ფაუნა ღარიბია. პირველად მოიხსენიება 1863 წელს ავსტრიელი გეოგრაფის არნოლდ შმიდლის მიერ, რომელმაც ამასთანავე შექმნა მღვიმის პირველი რუკა. XX საუკუნის 20-იან წლებში მღვიმე შეისწავლა რუმინელმა სპელეოლოგმა ემილ რაკოვიცემ. მკვლევარ ემილ პოპის მიხედვით, სკერიშოარის მღვიმე შეიქმნა 3500 წლის წინათ მყინვარულ ეპოქაში.

სკერიშოარის მღვიმე
Peștera Scărișoara
სკერიშოარის მღვიმე
სკერიშოარის მღვიმე
კოორდინატები: 46°29′23″ ჩ. გ. 22°48′35″ ა. გ. / 46.48972° ჩ. გ. 22.80972° ა. გ. / 46.48972; 22.80972
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ტერიტორიული ერთეული ალბის ჟუდეცი
აბსოლუტური სიმაღლე 1165 მ
სიგრძე 720 მ
სიღრმე 100 მ
ტიპი ყინულოვანი
სკერიშოარის მღვიმე — რუმინეთი
სკერიშოარის მღვიმე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება