სიღნაღის მუნიციპალიტეტის გერბი
(გადამისამართდა გვერდიდან სიღნაღის გერბი)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გერბი — სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
დეტალები | |
---|---|
დამტკიცდა | 9 აპრილი, 2011 |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | წმინდა ნინოს ჯვარი, ვაზი, ფოთოლი და მტევანი, სარტყელი, ფრთოსანი ცხენი, ქვევრი (ჭური), გასაღები |
ფარმჭერები | ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
დევიზი | სიღნაღი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი გაკვეთილი და გადაკვეთილია, იყოფა 4 ნაწილად.
- I ნაწილი — ლურჯი ველი გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად:
- ლურჯ და ვერცხლის ველებად; ლურჯ ველს უჭირავს 2/3. მასზე მოთავსებულია წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი. წმინდა ნინოს ჯვარს შემოხვეული აქვს ოქროს ვაზი სამი ოქროს ფოთლითა და სამი ოქროს მტევანით. ვერცხლის ველს რომელსაც უჭირავს 1/3, კვეთს სამი შემცირებული და ტალღისებური ლურჯი სარტყელი.
- II ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს ფრთოსანი ცხენი.
- III ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს ქვევრი (ჭური).
- IV ნაწილი — ლურჯ ველს კვეთს ერთკოშკიანი ციხე-სიმაგრის მსგავსი ოქროს სარტყელი, რომლის ზემოთ მოთავსებულია ოქროს გასაღები.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია — „სიღნაღი“.