სიურეიის ოპერის სახლი

სურეიას ოპერის სახლი ან სურეიას კულტურის ცენტრი (თურქ. Süreyya Operası ან Süreyya Kültür Merkezi) — საოპერო დარბაზი, რომელიც მდებარეობს სტამბოლის ქადიქიოის რაიონში, თურქეთი. შენობის არქიტექტორია სომეხი კეჰამ კავაფიანი,[1] რომელიც ააშენა სტამბოლის დეპუტატის სიურეია ილმენის ბრძანებით, დაარსდა 1927 წელს, როგორც პირველი მუსიკალური თეატრი სტამბოლის ანატოლიის ნაწილში. თუმცა, იმის გამო, რომ შესაბამისი საშუალებებით და აღჭურვილობებით თეატრი არ იყო აღჭურვილი, ოპერეტები არ იყო დადგმული. შენობა, ფუნქციურ აღდგენამდე, გამოიყენებოდა როგორც კინოთეატრი, მაგრამ, 2007 წელს შენობის ხელახალი რემონტის შემდეგ, ძველ ფუნქციას დაუბრუნდა.

სურეიას ოპერის სახლი
თურქ. Süreyya Operası

საერთო ხედი
ინფორმაცია
მისამართი გენ. ასიმ გიუნდუზის პრ. 29 (34710), ქადიქიოი, სტამბოლი, თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 40°59′17″N 29°01′43″E / 40.98805° ჩ. გ. 29.02864° ა. გ. / 40.98805; 29.02864
მფლობელი დარუშაფაკის ასოციაცია
არქიტექტორი კეჰამ კავაფიანი
ოპერატორი სტამბოლის სახელმწიფო ოპერა და ბალეტი
ტიპი ოპერისა და ბალეტის თეატრი,
საკონცერტო დარბაზი
ტევადობა 570
გაიხსნა 6 მარტი 1927

ოპერის მშენებლობა 1924 წელს, სიურეია ფაშას ბრძანებით დაიწყო, რომელსაც კულტურული და სოციალური შეხვედრებისთვის ადგილი სჭირდებოდა, რომელიც ქადიქიოის ძალიან აკლდა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ევროპის ცნობილი თეატრები, მისი ვიზიტების დროს. შენობის ესთეტიკური და ფუნქციური გავლენა არქიტექტურულ დიზაინზე აისახება ფოიეში, მაგალითად არტ-დეკო ინტერიერი ინსპირირებული შანზ-ელიზეს თეატრში პარიზში, რომელიც აჩვენებს არქიტექტურის გერმანულ სტილს. სტამბოლის დეპუტატის სიურეია ილმენის ბრძანებით, კეჰამ კავაფიანი დაინიშნა ოპერის არქიტექტორად, რომელის მშენებლობაც დასრულდა 1927 წელს.[1] თეატრი გაიხსნა 1927 წლის 6 მარტს და იყო პირველი მისი ხელოვნების განხრით სტამბოლის აზიის ნაწილში და მეექვსე მთელ ქალაქში.[2][3]

გახსნიდან, მუსიკალური თეატრის სცენა არ იყო მთლიანად დასრულებული, არ არსებობდა რეჟისორის ოთახი და საერთოდ შენობა არ იყო გათვალისწინებული ოპერეტაბის წარმოსადგენად, რის გამოც წარმოდგენები არ გამართულა. მხოლოდ თეატრალური პიესები გაიმართა რამდენიმე დღის განმავლობაში. 1930 წელს, შენობაში დამონტაჟდა ტექნიკური აღჭურვილობა: ეკრანი და ხმის გამაძლიერებლები ფილმების საჩვენებლად და ამიერიდან ადგილს ეწოდა "Süreyya Sineması" (სიურეიას კინოთეატრი). ჰიქმეთ ნაზიმი, ცნობილი პოეტის ნაზიმ ჰიქმეთის მამა, დაინიშნა კინოთეატრის პირველ მენეჯერად.[3]

ოპერის სამეჯლისო დარბაზი მეორე სართულზე, მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა, როგორც საქორწილო დარბაზი. იგი მასპინძლობდა თეატრალურ ჯგუფს "Kadıköy Sahnesi" (ქადიქიოის სცენა), ხუთი წლის განმავლობაში, 1959 წლიდან. მოგვიანებით, ოპერა გამოიყენებოდა, როგორც ტანსაცმლის სახელოსნო.[4]

1950 წელს სიურეია ილმენმა თეატრი საჩუქრად გადასცა "დარუშაფაკის ასოციაციას", საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ღარიბ ობოლ ბავშვებს განათლების მიღებაში, იმ პირობით, რომ ის ან მისი მეუღლე მთელი სიცოცხლის მანძილზე, აქედან შემოსავალს მიიღებდნენ. იგი გარდაიცვალა 1955 წელს, ხოლო მისი მეუღლე ადალეთ ილმენი 1966 წელს.[3]

1996 წელს სიურეიის კინოთეატრის სააუდიტორიო დარბაზი გარემონტდა, ხოლო ტექნიკური აღჭურვილობის მოდერნიზება მოხდა 2003 წელს. ასევე გარედან შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია ორიგინალის შესაბამისად. თუმცა, ყველა ეს ძალისხმევამ და მოდერნიზაციისთვის განხორციელებულმა ინვესტიციებმა არ მოუტანს მოსალოდნელი შედეგი აუდიტორიის მიზიდვისთვის.[3]

რესტავრაცია

რედაქტირება
 
ოპერის ფოიე

2006 წლის დასაწყისში, ქადიქიოის მუნიციპალიტეტმა მერის სელამი ოზთურქის მმართველობით, დაიწყო რესტავრაციის პროექტი, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტმა შენობა 2005 წლის აგვისტოში 40 წლის ვადით იჯარით აიღო დარუშაფაკის ასოციაციისგან.[5] რესტავრაციის პროცესში აღდგა ფრესკები ჭერსა და კედლებზე, ასევე ქანდაკებები ფასადზე. სამშენებლო სამუშაოები თითქმის ორი წელი გაგრძელდა და ღირებულება შეადგინა თითქმის 14 მილიონი YTL (დაახლოებით 9 მლნ. აშშ-ს დოლარი).[6]

სიურეიის ოპერა რესტავრაციის შემდეგ გაიხსნა 2007 წლის 14 დეკემბერს, სადაც შესრულდა იუნუს ემრეს ორატორია (Opus 26) აჰმედ ადნან საიგუნის მიხედვით. ამდენად, სიურეია ფაშას ოპერის ოცნება 80 წლის შემდეგ ახდა.[6]

თეატრის სცენას აქვს შემდეგი ზომები: 14 მ სიგანე, 10 მ სიღრმე და 4.90 მ სიმაღლე, აგრეთვე სცენას დაემატა ახალი ორკესტრის ორმო. აშენდა 14 გასახდელი ისე, რომ შენობის არქიტექტურა არ შეცვლილა. ოპერის ზალის ტევადობაა 570 ადგილი.[7] მეორე სართულის სამეჯლისო დარბაზი იტევს 500 სტუმარს.[6]

ოპერის სახლი, სტამბოლის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის სახლია. ოპერისა და ბალეტის წარმოდგენები იმართება კვირაში სამ ჯერ.[4]

  1. 1.0 1.1 Cengiz Çandar, Ermeniler olmasaydı, İstanbul İstanbul olur muydu?, Radikal, December 10, 2010.
  2. Curtains rise on opera hall. Turkish Daily News (2007-12-17). ციტირების თარიღი: 2008-10-21.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Cahit Akyol. (2005-12-18) Süreyya Sineması kültür merkezi oluyor tr. Hürriyet. Arkitera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-04. ციტირების თარიღი: 2008-10-21.
  4. 4.0 4.1 Gokhan Akçura (2007-10-21). „Süreyya Operası açılıyor“ (თურქული). Star. ციტირების თარიღი: 2008-10-22.
  5. Süreyya Sineması kültür merkezi oluyor tr. Hürriyet. Arkitera (2005-12-29). ციტირების თარიღი: 2008-10-22.[მკვდარი ბმული]
  6. 6.0 6.1 6.2 Fügan Ünal Şen. (2007-12-03) Artık Süreyya Sineması yok; Süreyya Operası var tr. Akşam. Arkitera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-18. ციტირების თარიღი: 2008-10-22.
  7. Teknik Bilgiler tr. Süreyya Opersı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-19. ციტირების თარიღი: 2008-10-21.