სიუდად-გუაიანა
სიუდად-გუაიანა (ესპ. Ciudad Guayana) — ქალაქი ვენესუელაში, ბოლივარის შტატში. მდებარეობს მდინარე ორინოკოს სამხრეთ ნაპირზე, სადაც მას ერთვის მდინარე კარონი. ქალაქი ოფიციალურად 1961 წელს დაარსდა და შედგება ძველი ქალაქი — სან-ფელიქსისა (აღმოსავლკეთით) და ახალი ქალაქი პუერტო-ორდასისგან (დასავლეთით), რომლებიც ორინოკოს ორივე ნაპირზე არიან განლაგებულნი და ერთმანეთს უკავშირდებიან სამი ხიდით. სიუდად-გაიანა ორინოკოს სამხრეთ ნაპიროს გასწვრივ 40 კმ-ზეა გადაჭიმული. მისი მოსახლეობა დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანია და ვენესუელის სტანდარტებით დიდ ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სიუდად-გუაიანა Ciudad Guayana | |||
| |||
ქვეყანა | ვენესუელა | ||
შტატი | ბოლივარი | ||
კოორდინატები | 8°20′41″ ჩ. გ. 62°38′41″ დ. გ. / 8.34472° ჩ. გ. 62.64472° დ. გ. | ||
დაარსდა | 1961 წ | ||
ფართობი | 2 323 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 149,241 მ | ||
მოსახლეობა | 1 050 000 კაცი (2008) | ||
სიმჭიდროვე | 328,1 კაცი/კმ² | ||
სატელეფონო კოდი | 0286 | ||
საფოსტო ინდექსი | 8050 | ||
ოფიციალური საიტი | alsobocaroni.gob.ve/site/ | ||
ქალაქი ვენესუელის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტია, ვინაიდან ბოლივარის შტატში წარმოებული საქონლის უდიდესი ნაწილი მდინარე ორინოკოს გავლით ატლანტის ოკეანეში სწორედ სიუდად-გუაიანიდან გაედინება. ქალაქს ასევე ემსახურება მანუელ კარლოს პიარ გაიანას აეროპორტი.
დაარსებიდან სულ მალე, ვენესუელის სხვა მეჩხრად დასახლებული ქალაქებისგან განსხვავებით, ორი ახლად შერწყმული ქალაქიდან იგი გაიანას რეგიონის უმნიშვნელოვანეს სამრეწველო ცენტრად და სწრაფად მზარდ ქალაქად იქცა.
საკმაოდ დიდი კრიტიკა გამოიწვია 1960-იან წლებში შექმნილმა ქალაქის დაპროექტების გეგმამ.
გალერეა
რედაქტირება-
ქალაქის საფეხბურთო სტადიონი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "Guayana City, (Puerto Ordaz & San Felix)" VenezuelaTuya დაარქივებული 2012-05-11 საიტზე Wayback Machine. , photographs of the city
- "La Guayana de Antaño" დაარქივებული 2008-04-12 საიტზე Wayback Machine. , History in Pictures
- BBC article