სიუდად-გუაიანა

(გადამისამართდა გვერდიდან სიუდად-გაიანა)

სიუდად-გუაიანა (ესპ. Ciudad Guayana) — ქალაქი ვენესუელაში, ბოლივარის შტატში. მდებარეობს მდინარე ორინოკოს სამხრეთ ნაპირზე, სადაც მას ერთვის მდინარე კარონი. ქალაქი ოფიციალურად 1961 წელს დაარსდა და შედგება ძველი ქალაქი — სან-ფელიქსისა (აღმოსავლკეთით) და ახალი ქალაქი პუერტო-ორდასისგან (დასავლეთით), რომლებიც ორინოკოს ორივე ნაპირზე არიან განლაგებულნი და ერთმანეთს უკავშირდებიან სამი ხიდით. სიუდად-გაიანა ორინოკოს სამხრეთ ნაპიროს გასწვრივ 40 კმ-ზეა გადაჭიმული. მისი მოსახლეობა დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანია და ვენესუელის სტანდარტებით დიდ ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება.

ქალაქი
სიუდად-გუაიანა
Ciudad Guayana
გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი ბოლივარი
კოორდინატები 8°20′41″ ჩ. გ. 62°38′41″ დ. გ. / 8.34472° ჩ. გ. 62.64472° დ. გ. / 8.34472; -62.64472
დაარსდა 1961 წ
ფართობი 2 323 კმ²
ცენტრის სიმაღლე 149,241
მოსახლეობა 1 050 000 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 328,1 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 0286
საფოსტო ინდექსი 8050
ოფიციალური საიტი alsobocaroni.gob.ve/site/
სიუდად-გუაიანა — ვენესუელა
სიუდად-გუაიანა

ქალაქი ვენესუელის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტია, ვინაიდან ბოლივარის შტატში წარმოებული საქონლის უდიდესი ნაწილი მდინარე ორინოკოს გავლით ატლანტის ოკეანეში სწორედ სიუდად-გუაიანიდან გაედინება. ქალაქს ასევე ემსახურება მანუელ კარლოს პიარ გაიანას აეროპორტი.

დაარსებიდან სულ მალე, ვენესუელის სხვა მეჩხრად დასახლებული ქალაქებისგან განსხვავებით, ორი ახლად შერწყმული ქალაქიდან იგი გაიანას რეგიონის უმნიშვნელოვანეს სამრეწველო ცენტრად და სწრაფად მზარდ ქალაქად იქცა.

საკმაოდ დიდი კრიტიკა გამოიწვია 1960-იან წლებში შექმნილმა ქალაქის დაპროექტების გეგმამ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება