სიტავაკის სამეფო (სინჰალ. සීතාවක) — ყოფილი სამეფო შრი-ლანკის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში. ის 1521 წელს ვიჯაიაბაჰუს მკვლელობის და კოტეს სამეფოს დაშლის შემდეგ წარმოიშვა. შემდგომი 70 წლის განმავლობაში ის კუნძულზე დომინანტ ძალას წარმოადგენდა. სიტავაკა პორტუგალიელ კოლონიზატორებსაც ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა, რომლებიც კუძულზე 1505 წლიდან იყვნენ. მიუხედავად მისი სამხედრო ძლიერებისა მის ტერიტორიაზე მუდმივად იყო აჯანყებები. სამეფო მისი ბოლო მეფის რაჯასინჰა I–ის სიკვდილის შემდეგ მალევე დაიშალა.

სიტავაკის სამეფო
სინჰალ. සීතාවක

1521–1594
 

დროშა

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
შრი-ლანკა 1521–1587 წლებში.
დედაქალაქი სიტავაკა
ენები სინჰალა
მთავრობა მონარქია
კოტეს მეფე
 -  1521-1581 მაიადუნე (პირველი)
 -  1581-1593 რაჯასინჰა I (ბოლო)
ისტორია
 -  ვიჯაიაბაჰუს მკვლელობა 1521
 -  რაჯასინჰა I–ის სიკვდილი 1594

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • John Davy, An Account of the Interior of Ceylon, 1812.
  • Roland Raven-Hart,Ceylon: A History in Stone,1964.
  • P.E.Pieris, Ceylon and the Portuguese 1505 - 1658.