სისტოლა
სისტოლა (ბერძ. sistole — შეკუმშვა) — გულის კუნთის, ანუ მიოკარდიუმის შეკუმშვა; შედგება წინაგულების სისტოლისა და პარკუჭების სისტოლისაგან. ურთიერთმიმდევარი სისტოლა და დიასტოლა შეადგენენ გულის მოქმედების ციკლს. თუ ადამიანის გულის შეკუმშვათა რაოდენობა 1 წთ-ში არის 75, წინაგულების სისტოლის ხანგრძლივობა 0,1 წმ იქნება, პარკუჭებისა კი 0,3 წმ. წინაგულების სისტოლის დროს სისხლი გადადის პარკუჭებში; პარკუჭთა სისტოლისას კი სისხლი გადაისროლება აორტაში.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 393.