დიასტოლა
დიასტოლა — გულის პარკუჭების ან წინა გულების მოდუნება. სისტოლისა და დიასტოლის მონაცვლეობა შეადგენს გულის მოქმედების ციკლს. ადამიანის გულის ნორმალური რიტმის დროს წინა გულების დიასტოლის ხანგრძლივობა 0,7 წმ-ს შეადგენს, პარკუჭებისა — 0,5 წმ-ს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 503.