ალფრედ სისლეი
ალფრედ სისლეი (ინგლ. Alfred Sisley; დ. 30 ოქტომბერი, 1839 — გ. 29 იანვარი, 1899) — ფრანგი ფერმწერი, იმპრესიონიზმის წარმომადგენელი. წარმოშობით ინგლისელი.
ალფრედ სისლეი | |
---|---|
Alfred Sisley | |
სრული სახელი | ა ლფრედ სისლეი |
დაიბადა | 30 ოქტომბერი, 1839 |
დაბადების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
გარდაიცვალა | 29 იანვარი, 1899 |
გარდაცვალების ადგილი | მორე სიულ ლუანი, საფრანგეთი |
ეროვნება | ინგლისელი |
სფერო | ფერწერა |
მიმდინარეობა | იმპრესიონიზმი |
ჟანრი | პეიზაჟი[1] [2] და ნატურმორტი[2] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალფრედ სისლეი პარიზში, მდიდარი კომერსანტის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები წარმოშობით ინგლისელები იყვნენ. მშობლებს სურდათ რომ ალფრედი ინგლისურ ენას სრულყოფილად დაუფლებოდა და მამამისის საქმიანობა შეესწავლა. 18 წლის სისლეი ლონდონში გაუშვეს, მაგრამ მან კომერციული საქმიანობის შესწავლას ფერწერა არჩია. ალფრედი 1862 წელს პარიზში დაბრუნდა და გლეის სასწავლებელში დაიწყო სწავლა, სადაც მონე, რენუარი და ბაზილი გაიცნო.
1863 წელს მეგობრებთან ერთად ის მიემგზავრება შაიოში სამუშაოდ. ხოლო 1866 წელს ის მარლოტში მუშაობს რენუართან ერთად. ამავე წელს მისი სურათები სალონში მიიღეს. მაგრამ ამ სურათებს არც ზოლა ახსენებს და არც სხვა თანამდებობის ქომაგი, თითქოს ისინი არც გამოფენილა.
1870 წელს მან დახატა სურათი „სენ-მარტენის არხი პარიზში“ ეს წინა იმპრესიონისტული ნახატია, რომელიც გამოირჩევა თავისი ფერებით. ფერების ჰარმონია ბუნებრივი და წმინდაა.
საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს (1870—1871 წწ.) სისლეი, როგორც ინგლისის მოქალაქე, ლონდონში გადასახლდა, სადაც დაუკავშირდა ძურან რუელს, რომელმაც მისი სურათები გამოფინა.
სწორედ 1873 წელს გამოითქვა პირველი კრიტიკული აზრი სისლეის შესახებ. მისი სურათები მონესა და პისაროს სურათებთან იყო შედარებული. ერთ-ერთი კრიტიკოსის აზრით ამ სამ ხატვრიდან სისლეი „ყველაზე უფრო ჰარმონიული“ და ყველაზე უფრო „გაუბედავია“.
ომის დროს სისლეის მამა გაკოტრდა და ლუკმა პურს იგი მხოლოდ ფერწერით შოულობდა. მას თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირა და უცხო თვალი ვერც კი შეამჩნევდა მის გაჭირვებას.
1874 წლიდან ის მონაწილეობას იღებს „დამოუკიდებელთა“ (ასეც უწოდებდნენ იმ დროს იმპრესიონისტებს) პირველ გამოფენაში, სადაც 1877 წელს უკანასკნელად გამოფენს თავის ნამუშევრებს.
იმპრესიონისტებს ხშირად იზიდავდა თოვლის ეფექტების ასახვა, რასაც წარმატებით ასრულებდნენ მონე, პისარო და რენუარი. მაგრამ არაფერი შეედრება თოვლის ეფექტს სისლეის ტილოზე „თოვლი ლუვესიანში“ (1873 წ.) ალფრედ სისლეის ფერწერა 1872—1876 წლებში ძალიან უხვია და მაღალ დონეს აღწევს, შეიძლება ითქვას ეს პერიოდი მისი მხატვრობის წვერვალია.
1880 წლამდე სისლეი ცხოვრობდა და მუშაობდა ვერსალისა და ლუვსეინის გარეუბანში. მისი პეიზაჟების დიდი სერიის თემა გახდა 1876 წლის „წყალდიდობა პორტ მარლში“. სინათლის ლივლივი წყალზე, რომელსაც ყველაფერი დაუფარავს ირგვლივ იმპრესიონისტების ტიპური მოტივი იყო. პარიზში ინახება ორი სურათი ამ სერიიდან.
1878 წელს სისლეის შთაბეჭდილება შეექმნა რომ საზოგადოება უკვე კეთილი თვალით უყურებდა მას, ამიტომ მან მიატოვა იმპრესიონისტების გამოფენები და სურათები გაგზავნა სალონში. მაგრამ მისი სურათები არ მიიღეს და ახლა იგი უფრო მარტო დარჩა, ვიდრე ოდესმე. ამას ერთვოდა მისი მატერიალური გაჭირვება.
პირველი სურათი რომელიც 1879 წელს სალონმა მიიღო არის „ფონტებლოს ტყის პირი“. ეს დიდი ზომის სურათია, მისი სიგრძე ორ მერტრზე მეტია. აღნიშნული სურათი „რეალისტულია“, მასში იგრძნობა კურბეს გავლენა, ერთგვარი სიმძიმე, მკაცრი და გულმოდგინე შესრულება, მუქი ტონები.
1880-იან წლებში სისლეი განიცდის კლოდ მონეს დიდი გავლენას. იგი იწყებს ქრომატიული (კაშკაშა) საღებავებით ხატვას, რაც მის კომპოზიციაში მყოფ საგნებს არამატერიალურის შეგრძნებას ანიჭებს.
1880—1883 წლების პერიოდში მისი მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, იმის წყალობით, რომ ძურან რუელმა რამდენიმე სურათი იყიდა მისგან და მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. მაგრამ სისლეი მის ამხანაგებზე ნაკლები მოწონება ხვდა წილად. ამასთან ძურან რუელი მის ნამუშევრებს უფრო და უფრო იშვიათად ყიდულობდა. მხატვარი ძალიან განიცდიდა თავის წარუმატებლობას და ზოგჯერ სრულ სასოწარკვეთილებამდეც მისულა.
1887 წელს კამილ პისარომ ასე შეაფასა სისლეის შემოქმედება: „იგი წინანდებულად ხელოვნური და ფაქიზია, მთლიანობაში კი ყალბია.“ 1890 წელს სისლეის ჯანმრთელობა შეირყა, მისთვის დიდი დარტყმა იყო მისი რეტროსპექტული გამოფენის წარუმატებლობა, სადაც კრიტიკამ დუმილით აუარა გვერდი გამოფენას. სისლეის მხარს უჭერდა რუანელი ფაბრიკანტი ფრანსუა დე კო. მისი ხელშეწყობით ის მიემგზავრება ინგლისში, სადაც ხატავს კლდოვან სანაპიროებს.
საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ სიკვდილამდე მხატვარი ცხოვრობს მორე სიულ ლუანში. ერთ-ერთი ცნობილი ფრანგი კრიტიკოსი, რომელიც ეწვია სისლეის მორეში წერდა: „სისლეი მაღალი კულტურისა და დიდი ღირსებების მქონეა, მაგრამ ძალიან სევდიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.“ მხატვარი მორჩილად იყო შეგუებული, რომ მის სიცოცხლეში დიდების სხივი ვერ გააბრწყინებდა მის შემოქმედებას. გამოფენიდან ერთი წლის შემდეგ სისლეის ყელის კიბო აღმოაჩნდა. სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, მონე დაიბარა, რომ გამოსთხოვოდა მას. ხოლო რვა დღის შემდეგ 1893 წლის 19 იანვარს ის გარდაიცვალა.
გალერეა
რედაქტირება-
ხედი წმინდა მარტინის არხისა, 1870
-
ვილენუვე ლა გარენეს ხიდი, 1872
-
მანქანის გზა, ლუვესიანი, 1873
-
მორეტის ხიდი ზაფხულში, 1888
რჩეული ნამუშევრები
რედაქტირება
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ABC Gallery
- CGFA დაარქივებული 2002-12-16 საიტზე Wayback Machine.
- art.com დაარქივებული 2008-07-24 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Union List of Artist Names
- ↑ 2.0 2.1 RKDartists