ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სირუს იადულა ოღლუ მირზაზადე (აზერ. Sirus Yədulla oğlu Mirzəzadə; დ. 1 იანვარი, 1944, ბაქო, სსრკ) — აზერბაიჯანელი მხატვარი, აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი (2018).[1]

სირუს მირზაზადე
დაიბადა 22 იანვარი, 1944(1944-01-22) (80 წლის) ან 1944
დაბადების ადგილი ბაქო
ჟანრი ფერწერა და გრაფიკა

ბიოგრაფია

რედაქტირება

სირუს მირზაზადე დაიბადა 1944 წლის 1-ლ იანვარს ქალაქ ბაქოში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1966 წელს დაამთავრა ბაქოს აზიმ აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სკოლა. 1972 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო სკოლა. იმავე წელს მიიღეს აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრად.[2]

1970-იანი წლებიდან მხატვარი მუშაობს როგორც მონუმენტურ, ისე დეკორატიულ და დაზგური ფერწერაში და საქმიანობის ეს ორი მიმართულება შერწყმულია მის შემოქმედებაში. მხატვარი აზერბაიჯანული ფერწერის სკოლის ცნობილი წარმომადგენელია.[3]

მირზაზადეს ნამუშევრები გამოიფინა აზერბაიჯანში, რუსეთში, ირანში, თურქეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, კუბაში, რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, სირიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და იტალიაში. მისი ნამუშევრები ინახება მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.[4]

ამჟამად სირუს მირზაზადე აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. President.Az. (27.05.2018) Azərbaycan Respublikasının mədəniyyət xadimlərinə fəxri adların verilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı az. President.az. ციტირების თარიღი: 2018-05-27.
  2. Əməkdar rəssam Sirus Mirzəzadənin fərdi sərgisi açıldı. ციტირების თარიღი: 2019-03-04
  3. Персональная выставка заслуженного художника Сируса Мирзазаде. ციტირების თარიღი: 2019-03-04
  4. Rəssam Siruz Mirzəzadənin 70 illik yubiley sərgisi keçiriləcək. ციტირების თარიღი: 2019-03-04