ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიუხედავად იმისა, რომ სირიაში დასავლეთ აზიის უძველესი ქალაქები, როგორიცაა დამასკო და ალეპო, მდებარეობს, ქვეყანაში ტურიზმის დონე მკვეთრად შემცირდა სირიის სამოქალაქო ომის გამო, რომელიც 2011 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ტურიზმის დაცემა აგრეთვე ქვეყნისათვის დაწესებულმა საერთაშორისო ეკონომიკურმა სანქციებმა და სირიული გინვანქის მკვეთრმა გაუფასურებამ განაპირობა.

Citadel of ancient Aleppo, overlooking the modern city
ძველი და ახალი ალეპო

სამოქალაქო ომის დაწყებამდე, 2010 წელს, სირიას 8.5 მილიონი ტურისტი ეწვია, რის შედეგადაც ქვეყანამ ტურიზმიდან 30.8 მილიარდი სირიული გირვანქის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ხოლო ტურიზმის სექტორმა ქვეყნის ეკონომიკის 14% შეადგინა. 2015 წლისთვის სირიაში ტურისტთა რაოდენობა 98%-ით შემცირდა.

ქვეყნის მრავალი ტურისტული ღირშესანიშნაობა დაბომბვების შედეგად განადგურდა. ასვე დაიკეტა არაერთი დიდი სასტუმრო. დადგენილია, რომ სირიაში ტურიზმის ინდუსტიის ხელახლა ასაღორძინებლად დიდი მოცულობის ინვესტიციების ჩადება იქნება აუცილებელია.[1][2][3][4]

მიმოხილვა

რედაქტირება

2011 წლის კრიზისამდე

რედაქტირება

2000 წელს სირიის მშპ-ში ტურიზმის წილი 6% იყო. 2002 წელს გამოქვეყნდა ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების გეგმა, რომელიც უდაბნოსა და ბუნებრივ ნაკრძალებში ტურისტების მიზიდვას ისახავდა მიზნად.[5] 2004 წლის ბოლოს დამასკოში ორი მდიდრული სასტუმრო გაიხსნა.[5]

სამოქალაქო ომის დაწყებამდე სირიაში ტურისტთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდებოდა. სირიის ტურიზმის სამინისტროს 2011 წლის იანვრის მონაცემებით, 2009 წელს ქვეყანას 6 მილიონი ტურისტი ეწვია, ხოლო 2010 წელს ეს რიცხვი 8.5 მილიონამდე, შესაბამისად 40%-ით გაიზრდა.

2011 წლის შემდეგ

რედაქტირება

2011 წლის მარტში სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ტურიზმის დონემ საგრძნობლად იკლო. ოფიციალური ცნობების მიხედვით, ტურისტული სასტუმროები ლტოლვილთა თავშესაფრებად იქცა. თუ 2011 წლის პირველ მეოთხედში ტურიზმის შემოსავალი 52 მილიარდი სირიული გირვანქა იყო, 2012 წლის პირველ მეოთხედში ეს რიცხვი 12.8 მილიარდამდე დაეცა. ასევე წინა წელთან შედარებით ტურისტთა რიცხვმა 76%-ით იკლო. 2012 წლის მეორე მესამედში ტურიზმის სექტორში დასაქმების დონე დაეცა.[6] იუნესკოს ცნობების მიხედვით, სამოქალაქო ომის შედეგად სირიის ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან ხუთი დაზიანდა.[6][7] 2012 წელს სირიამ გაეროს წერილი მისწერა, რომელშიც ტურიზმის ინდუსტიის დაცემა აღწერა და აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით სასტუმროების დატვირთვა 90%-დან 15%-მდე დაეცა.

2013 წლისთვის, ქვეყანაში ტურიზმის სექტორის შემოსავალი 94%-ით დაეცა. 2013 წლის სექტემბის დასასრულს ტურიზმის მინისტრმა განაცხადა, რომ 2011 წლიდან 298 ტურისტული დანიშნულების ადგილს მიადგა ზარალი.[8]

2015 წლისთვის ტურისტთა რიცხვმა 98%-ით იკლო. ტურიზმის მინისტრმა განაცხადა, რომ 2015 წლის პირველ ნახევარში სირიას 45 000 ტურისტი ეწვია, თუმცა დამკვირვებლებმა ეს ციფრები სადავოდ მიიჩნიეს, რადგანაც სირიის ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ქვეყანაში მხოლოდ ირანელთა რელიგიური ტურიზმი იყო შემორჩენილი.[9] გაზეთ The Daily Telegraph-ის 2015 წლის სტატიის მიხედვით, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქალაქებში, ტარტუსსა და ლათაკიაში მდებარე სასტუმროები ჯერ კიდევ მასპინძლობდნენ შიდა ტურისტებს, ხოლო ერთ-ერთ სასტუმრო 2014 და 2015 წლების ზაფხულში სრული დატვირთვით მუშაობდა.[10]

 
ალეპოს ციტადელის ინტერიერი

მას შემდეგ, რაც სირიის არმიამ ქვეყნის სამხრეთი და დასავლეთი ნაწილები დაიბრუნა, ეს ტერიტორიები კვლავ სირიის მთავრობის კონტროლის ქვეშ მოექცა. დაიწყო საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ტურისტული ობიექტების აღდგენა და განახლება. იუნესკოს ძეგლებს შორის აღადგინეს ალეპო, პალმირა და კრაკ-დე-შევალიე.[11][12]

ტურიზმის ხელშეწყობა

რედაქტირება

სირიაში ტურიზმის ხელშეწყობას სირიის ტურიზმის სამინისტრო უძღვება.[13] 2016 წელს სამინისტრომ ვიდეორგოლი სახელწოდებით „სირია ყოველთვის მშვენიერია“ გადაიღო, რომლის საშუალებითაც ტურისტებს ქვეყანაში სტუმრობისკენ მოუწოდებდა. ვიდეორგოლში ასახულ ადგილებს შორის იყო ტარტუსი, სადაც 2016 წელს სამხედრო შეტევის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა.[14] ამის გამო ვიდეორგოლმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.

ღირშესანიშნაობები

რედაქტირება

იუნესკოს ძეგლები

რედაქტირება

სირიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ექვსი ძეგლი მდებარეობს, ხოლო 12 ძეგლი კანდიდატთა სიაშია შეტანილი.

  • პალმირა: პალმირა ძვ. წ. 2000 წლით დათარიღებული რომაული კოლონიაა, რომელიც ოაზისია სირიის უდაბნოში. უძველესი პალმირელები განთქმული ვაჭრები იყვნენ. მათ დიდძალი სიმდიდრე არა მარტო იშვიათო აღმოსავლური საქონლით ვაჭრობით, არამედ ქალაქის ხელსაყრელი პოზიციით სარგებლობითაც მოიპოვეს. ისინი ქონებას დიდებული ნაგებობების აშენებაში ხარჯავდნენ, როგორებიცაა ბაალის ტაძარი და ტრიუმფალური თაღი. 2015 წელს, სირიის სამოქალაქო ომის პერიოდში, ისლამურმა სახელწიფომ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დაანგრია, რომელიც სირიის არიამ 2017 წლის 2 მარტს დაიბრუნა.
  1. Syria. Syria three years on: what for the future of tourism?. Telegraph. ციტირების თარიღი: 15 November 2015.
  2. Travel and Tourism in Syria. Euromonitor.com. ციტირების თარიღი: 15 November 2015.
  3. Syria: flights to Damascus cancelled | euronews, world news. Euronews.com (29 November 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 November 2015. ციტირების თარიღი: 15 November 2015.
  4. Turkish Airlines suspended all flights over Syria. Nationalturk.com. ციტირების თარიღი: 15 November 2015.
  5. 5.0 5.1 Syria country profile, p. 12.
  6. 6.0 6.1 „Conflict decimates Syria tourism: official report“. Al Arabia News. 29 August 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 November 2015. ციტირების თარიღი: 24 December 2015.
  7. Syrian Tourism Industry: From Boom to Bust – Al-Monitor: the Pulse of the Middle East. Al-Monitor (24 January 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 November 2015. ციტირების თარიღი: 15 November 2015.
  8. „Minister: Syria war costs tourism industry $1.5 billion“. Al Arabia News. 30 September 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 November 2015. ციტირების თარიღი: 24 December 2015.
  9. Tehran extends a lifeline to Damascus through religious tourism. Syrian Economic Forum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 სექტემბერი 2019. ციტირების თარიღი: 8 July 2016.
  10. It's 'happy holidays in Syria' according to the Assad regime. The Telegraph. ციტირების თარიღი: 8 July 2016.
  11. Cascone, Sarah (August 27, 2018). „Nearly Destroyed by ISIS, the Ancient City of Palmyra Will Reopen in 2019 After Extensive Renovations“. Artnet. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 6, 2019. ციტირების თარიღი: March 5, 2019.
  12. „Digital archive on show in Berlin hopes to help rebuild Syria“. Hurriyet. March 2, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 4, 2019. ციტირების თარიღი: March 5, 2019.
  13. Syria Ministry of Tourism official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-16. ციტირების თარიღი: 2020-01-02
  14. Domonoske, Camila (September 5, 2016). „Syria Tourism Ministry: Come For Sunny Beaches, Don't Mind The Civil War“. NPR. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 26, 2016. ციტირების თარიღი: September 25, 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სირიის_ტურიზმი“-დან