სიპუნკულიდები
სიპუნკულიდები (Sipunculida) — ზღვის ჭიების ტიპი ან კლასი. მათი სხეულის სიგრძე 50 სმ აღწევს, დაუნაწევრებელია. წინა ხორთუმისებრ ნაწილზე პირი შემოსაზღვრულია მოკლე საცეცების გვირგვინით. აქვთ ცელომი. გამომყოფი სისტემა შედგება 3 (უფრო ხშირად 1) წყვილი მეტანეფრიდიისაგან. სისხლის მიმოქცევისა და ნერვული სისტემა მარტივია. ცალსქესიანები არიან. ბინადრობენ გრუნტში. იკვებებიან წვრილი ცხოველებით.
სიპუნკულიდები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Sipunculida | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 380.