სინდბადნამე
სინდბადნამე, სინდბადის წიგნი — შუა საუკუნეების სპარსულ-ტაჯიკური მხატვრული პროზის ადრინდელი ნიმუში. ერთი ჩარჩოთი შეკრული არაკების კრებულია. ფალაური წარმოშობის სიუჟეტი გავრცელდა მთელ მსოფლიოში არაბული თარგმანების მეშვეობით. ცალკეული არაკები შევიდა „1001 ღამეში“. XI საუკუნეში ძეგლი ფალაურიდან ახალ სპარსულზე გადმოიღო ფანარუზიმ. სინდბადნამეს სადა ტექსტი მჭერმეტყველურად გადააკეთა და სხვადასხვა პოეტის მრავალრიცხოვანი ლექსით შეამკო ზაჰირი სამარყანდიმ (XII ს.) ამ ვერსიას უკავშირდება თეიმურაზ II-ის მიერ გადმოკეთებული „თიმსარიანი“.