სინგაპურის გეოგრაფია

სინგაპური ძალიან პატარა, მაღალურბანიზებული კუნძულოვანი ქალაქი-სახელმწიფოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულის ბოლოში, მალაიზიასა და ინდონეზიას შორის. ქვეყნის მთლიანი ფართობი 724.2 კმ²-ია. [1]

სინგაპური კონტინენტური ნაწილისა და გარშემო მდებარე კუნძულებისგან შედგება. სინგაპურის კონტინენტური ნაწილი აღმოსავლეთიდან დასავლეთით 50 კმ-ის, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 27 კმ-ის მანძილზეა გადაჭიმული. სანაპირო ხაზის სიგრძე 193 კმ-ია (2 515 მეტრის სიმაღლის წყლის ნიშნის საკადასტრო გამოკვლევის მიხედვით). სინგაპურის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა 1 067 კმ²-ია.

სინგაპური ინდონეზიისგან სინგაპურის სრუტით, ხოლო მალაიზიისგან ჯოჰორის სრუტითაა გამოყოფილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Yearbook of Statistics Singapore 2017. Department of Statistics Singapore. ციტირების თარიღი: 30 Jun 2018