სიმონ ქათამაძე (დ. 14 მარტი, 1938, ჭავანა) — ქართველი ინჟინერი.

სიმონ ქათამაძე
დაბადების თარიღი 14 მარტი, 1938 (1938-03-14) (86 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1963 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით.

1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტში დურგლად, კომპლექსური ბრიგადის ბრიგადირად, პარალელურად სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის საღამოს განყოფილებაზე; 1963 წელს მუშაობა გააგრძელა N5 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად; 1966 წლიდან ამავე ტრესტის კადრების განყოფილების უფროსი იყო; 1976-1980 წლებში მუშაობდა ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1980-1986 წლებში ამავე ტრესტის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი იყო; მისი მონაწილეობითა და კურატორობით აშენდა ხიხაძირის, ხულოს, ჭვანის, ერგეს, ქ. ბათუმის (ლეონიძის დასახლებაში) სკოლები, ბათუმის უნივერსიტეტის ახალი კორპუსი, ჭოროხის ინერტული მასალების ქარხანა, ბათუმის მაღალი ძაბვის ლაბორატორია, შუახევისა და ქედის რაიონული სავადმყოფოები, რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბათუმში, ხიდი ბარცხანასა და ხელვაჩაურის რაიონში; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.

ჯილდოები

რედაქტირება
  • ღირსების მედალი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 556

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება