სიმონ ვაჩნაძე (ოფიცერი)

სიმონ სოლომონის ძე ვაჩნაძე — XIX საუკუნის ქართველი სამხედრო პირი, მთარგმნელი. არქიმანდრიტ ილარიონ ვაჩნაძის ძმისწული.

ბავშვობაშივე იოანე ბატონიშვილის რჩევით გაგზავნეს პეტერბურგში. აქ იოანეს ხელმძღვანელობით 1823 წელს რუსულიდან თარგმნა შოტლანდიელი ფილოსოფოს-მორალისტისა და ისტორიკოსის ადამ ფერგიუსონის „ჰსწავლა ზნეობითი და კანონი პატიოსნისა კაცისა“ (ხელნაწ. H-851, 1197, 2196; S-304), რომელიც ა. ბესტუჟევის მიერ ფრანგულიდან იყო ნათარგმნი (1807). სიმონ ვაჩნაძეს ეკუთვნის აგრეთვე 2 ლექსი. შემდგომ პერიოდში ის რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში იყო. მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთის ომში (1826-1828). 1853 წელს ის იყო პოდპოლკოვნიკი ერევნის პოლკში, რომელიც იმ დროს მანგლისში იდგა. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით (26 ნოემბერი, 1854).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძნიშვილი მაქს., მასალები XIX ს. პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, II, თბ., 1983. — გვ. 19.