სიმონ დეჟნიოვი (რუს. Семён Ива́нович Дежнёв; დ. 7 მარტი, 1605 — გ. 1673, მოსკოვი) — რუსი ზღვაოსანი. XVII საუკუნის 40-იან წლებში მიხაილ სტადუხინთან და სხვებთან ერთად მონაწილეობდა ჩრდილოეთ ციმბირის ლაშქრობებში. 1648 წელს პოპოვთან (ფედოტ ალექსეევი) ერთად იმოგზაურა კოლიმიდან ბერინგის ზღვაში, გარს შემოუარა ჩუკოტკის ნახევარკუნძულს, პირველად გაიარა და ფაქტობრივად აღმოაჩინა ბერინგის სრუტე. მომდევნო წლებში კვლავ მუშაობდა ჩრდილოეთ ციმბირში. შეადგინა მდინარე ანადირისა და მდინარე ანიუის ნაწილის რუკა, აღწერა თავისი მოგზაურობა და ანადირის მხარის ბუნება. 1664-1665 წლებში იყო მოსკოვში და მიიღო კაზაკთა ატამანის ჩინი. დეჟნიოვის სახელი ეწოდა კონცხს აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ყურეს ბერინგის ზღვის დასავლეთ სანაპიროსთან.

სიმონ დეჟნიოვი
დაბ. თარიღი 7 მარტი, 1605(1605-03-07)[1]
დაბ. ადგილი Veliky Ustyug, რუსეთის სამეფო[1] ან პინეგა, არხანგელსკის გუბერნია, რუსეთის სამეფო
გარდ. თარიღი 1673[2] [3] [4]
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთის სამეფო
მოქალაქეობა რუსეთის სამეფო
საქმიანობა მკვლევარი, zemleprokhodtsy და world traveler[5]

ლიტერატურა

რედაქტირება