სიმონ გულაკ-არტემოვსკი
სიმონ გულაკ-არტემოვსკი (დ. 4 თებერვალი, 1813 ― გ. 5 აპრილი, 1873, მოსკოვი) — უკრაინელი საოპერო მომღერალი, ბარიტონი, კომპოზიტორი, არტისტი, დრამატურგი.
სიმონ გულაკ-არტემოვსკი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 4 (16) თებერვალი, 1813[1] |
დაბ. ადგილი | გოროდიშჩე[2] [3] [4] |
გარდ. თარიღი | 6 (18) აპრილი, 1873[5] (60 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი[6] [3] [7] [8] |
დასაფლავებულია | ვაგანკოვოს სასაფლაო[8] |
სიმონ გულაკ-არტემოვსკი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა კიევის სასულიერო სემინარიაში. ბავშვობიდან მღეროდა კიევის მიტროპოლიტის, შემდეგ ვიკარიუსის გუნდში. 1838 წელს სანქტ–პეტერბურგში გაიცნო მ. გლინკა და მისი ხელმძღვანელობით დაიწყო მზადება საოპერო კარიერისთვის. სწავლა განაგრძო იტალიაში პ. რომანისთან. 1841 წელს შედგა მისი დებიუტი ფლორენციაში. 1842-1864 წლებში იყო სანქტ–პეტერბურგის რუსული საოპერო დასის სოლისტი. პარალელურად გამოდიოდა იტალიის საოპერო თეატრების სპექტაკლებში. 1864-1865 წლებში მღეროდა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. . ჰქონდა ძლიერი, ლამაზი ტემბრის ხმა.
მისი მუსიკალური ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ოპერა „ზაპოროჟიელი დუნაის გაღმა“, რომელიც დაიდგა 1863 წელს სანქტ–პეტერბურგში, მარიამის თეატრში. ოპერის საფუძველია უკრაინული ხალხური სასიმღერო ფოლკლორი.
მეგობრობდა ტარას შევჩენკოსთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 298.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ parish register
- ↑ http://www.ukrweekly.com/old/archive/1998/419821.shtml
- ↑ 3.0 3.1 http://usa.mfa.gov.ua/en/important+dates
- ↑ https://doi.org/10.1093/gmo/9781561592630.article.12015
- ↑ tombstone
- ↑ http://www.dolmetsch.com/cdefsg.htm
- ↑ http://opera.odessa.ua/en/news/2013/03/1521.html
- ↑ 8.0 8.1 https://www.findagrave.com/memorial/209158422/semen-stepanovich-hulak-artemovsky